მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რა არის წარმატებისთვის აუცილებელი და რა სჭირდება მომავალ თაობებს; ყველაზე ხშირად რას ახსენებს საკუთარ თავს და რა არის ის, რაც ეხმარება, როგორც დირექტორს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის საჯარო სკოლის დირექტორის აზა გადელიას ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:
- სკოლა არის. . .
- ის ადგილი სადაც ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენასთან ერთად მოსწავლე პიროვნებად ყალიბდება.
- ცოდნა გვანიჭებს. . .
- ძალასა და გამბედაობას, რომ გავუმკლავდეთ ყველა გამოწვევას, ვიყოთ წარმატებული და შევძლოთ კარგი საქმეების კეთება.
- მომავალ თაობას სჭირდება. . .
- მეტი სიყვარული და თანადგომა მათი თვალით უნდა დავინახოთ სამყარო და ვიყოთ მათი სამართლიანი მრჩეველი.
- როდესაც მოსწავლე ვიყავი. . .
- მინდოდა, რომ არ ყოფილიყო მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ის დისტანცია, რაც მაშინ იყო ურთიერთობაში. მინდოდა უფრო პიროვნებად მეგრძნო თავი. ამ მხრივ, დღეს, პრობლემა არ არის მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ურთიერთობა ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული.
- დირექტორობა მეხმარება. . .
- უფრო მეტად ვიზრუნო მოსწავლეებზე, მასწავლებლებზე და ჩემი წვლილი შევიტანო განათლების სფეროში.
- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ. . .
- მთავარია ეცადო მოინდომო და ბოლომდე დაიხარჯო, რომ საქმე კარგად გამოგივიდეს.
- წარმატებისთვის აუცილებელია...
- მოტივაცია, მიზანდასახულობა, ცოდნა, შრომისმოყვარეობა. . . და იმ საქმის გულწრფელი სიყვარული, რომელსაც აკეთებ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.