„დირექტორობა მეხმარება, შევქმნა ისეთი გარემო, როგორზეც ვოცნებობდი, როცა მოსწავლე ვიყავი“-მარინა მაჭარაშვილი, წერეთლის საჯარო სკოლის დირექტორი
06-04-2021
დაკოპირებულია
-
+
რა არის სკოლა, რას გვანიჭებს ცოდნა და რა სჭირდებათ მომავალ თაობებს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის საჯარო სკოლის დირექტორის, მარინა მაჭარაშვილის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:
- სკოლა არის... - ცოდნის ტაძარი, რომელიც უფლისგან ბოძებული შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას აძლევს ადამიანს და რომლის კარიც ყველა მსურველისათვის ღიაა.
- ცოდნა გვანიჭებს... - თავისუფლებას, რწმენას, უნარს სასარგებლო საქმის კეთების.
- მომავალ თაობას სჭირდება... - ჩვენი გვერდით დგომა და მხარდაჭერა - რომ მათ ყველაფერი შეძლონ. დახმარება იმაში, რომ საკუთარი მოვალეობები და ვალდებულებები გაიაზრონ.
- როდესაც მოსწავლე ვიყავი... - ვოცნებობდი ისეთ სკოლაზე, რომელშიც შესაძლებელი იქნებოდა ყველა მოსწავლის შესაძლებლობის რეალიზაცია. სადაც, ყველასთვის სასურველი და საინტერესო იქნებოდა სწავლა.
- დირექტორობა მეხმარება... - მქონდეს მეტი მოტივაცია და სტიმული, შევქმნა ისეთი გარემო, როგორზეც ვოცნებობდი მაშინ, როცა მოსწავლე ვიყავი.
- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ... - რომ მარტივ გზაზე წარმატება არ არის. ის, რომ მაქვს ვალდებულებები იმ საქმეში, რომელიც უზომოდ მიყვარს და ძალ-ღონე არ უნდა დავიშურო, რათა საუკეთესო იყოს ის სკოლა, რომელშიც დირექტორი ვარ.
- წარმატებისთვის აუცილებელია... - ცოდნა, შრომისმოყვარეობა, საქმის სიყვარული და, აუცილებლად - საჭირო დროს საჭირო ადგილზე ყოფნა.