ლაშა ბუსკივაძე - თერჯოლის N1 საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლე
24-11-2017
დაკოპირებულია
-
+
ლაშა ბუსკივაძე თერჯოლის N1 საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლეა. როგორც სკოლის წარმომადგნლები აღნიშნავენ, თერჯოლის N1 სკოლა ეკონომიკურად ძლიერი საქართველოს შემქმნელ მომავალ თაობას ზრდის: „სკოლა ამაყობს მე-9ა კლასის მოსწავლე ლაშა ბუსკივაძით. ლაშა მომავალი წარმატებული მეწარმეა. ჩვენი მოსწავლე ორგანიზაცია „SCOUTS“ ადვოკატირების კამპანიის კონკურსის გამარჯვებულია და უკვე პროექტის აქტიური მონაწილეც. მან არაერთი ეტაპი გაიარა „მეფუტკრეობის" მიმართულებით და წარმატებით ჩაერთო ზოგადი მეწარმეობის შემსწავლელ ტრენინგში.
მოსწავლე ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორებს შეხვდა, დაათვალიერა და გაეცნო თბილისის „ტექნობუმს“. მოინახულა და გაიზიარა პროფესიონალ მეწარმეთა გამოცდილება ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩის მეღვინეობის ქარხანასა და ძევრის პაკეტის საამქროში. ლაშას წინ ბევრი საინტერესო, მნიშვნელოვანი შეხვედრა და გამარჯვება ელის.
ვულოცავთ ნორჩ მეწარმეს, წარმატებებს ვუსურვებთ მომავლის რთულ და საპასუხისმგებლო გზა-სავალზე.“