TOP ნიუსი
სიახლეები
პიროვნება

„მომავალ თაობას მეტი სიფრთხილითა და პატივისცემით უნდა მოვეპყროთ“ - კარბის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო კოლოტაშვილი
06-04-2021
-
+


რა არის წარმატებისთვის აუცილებელი და რა სჭირდება მომავალ თაობებს; ყველაზე ხშირად რას ახსენებს საკუთარ თავს და რა არის ის, რაც ეხმარება, როგორც დირექტორს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბის საჯარო სკოლის დირექტორის - ნინო კოლოტაშვილის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ: 

- სკოლა არის. . .


- ადგილი, სადაც არა მარტო ცოდნას იღებს მომავალი თაობა, არამედ სწორ, დემოკრატიულ ღირებულებებს, მოქალაქეობრივ შეგნებას, პასუხისმგებლობას, ქვეყნის წარსულის პატივისცემასა და თავისუფლებისაკენ სწრაფვის სურვილს უყალიბებს მომავალ თაობას.

- ცოდნა გვანიჭებს. . .

- საკუთარ თავში დარწმუნებებლობას, თავისუფლებას, სიამოვნებას და წარმატებისკენ სწრაფვას.

- მომავალ თაობას სჭირდება. . .

- მეტი პასუხისმგებლობა, საკუთარი თავში დაჯერებულობის განცდა, ნდობა, მოტივაცია, მათ მეტი სიფრთხილითა და პატივისცემით უნდა მოვეპყრათ.

- როდესაც მოსწავლე ვიყავი. . .

- მინდოდა მქონოდა მეტი თავისუფალი დრო, რათა მეტი მესწავლა, წამეკითხა.

- დირექტორობა მეხმარება. . .

- უკეთ გავიგო და გავიზაირო ჩემი მოსწავლეების,კოლეგების, მშობლების პრობლემები, მოვუსმინო მათ, დავეხმარო, ერთად, დელეგირებულად ვმართო სკოლა, ხელი შევუწყო მათ წარმატებას.

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ. . .

- რომ ვარ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც აკეთებს თავის საქმეს დღეს ამ პოზიციიდან, ხვალ შეიძლება სხვა პოზიციიდან და ესაა ჩვეულებრივი მოვლენა. ვახსენებ თავს, რომ უნდა ვიყო სამართლიანი.

- წარმატებისთვის აუცილებელია. . .

- შრომა უპირველაესად, ყოველდღიურად ზრუნვა თვითგანვითარებაზე, წარმატებაზე, მთავარია-არ გაჩერდე!.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება