სიახლეები
სკოლები

ამერიკული საერთაშორისო სკოლა - კოლეჯი „პროგრესი“ ონლაინ საერთაშორისო ბიზნეს-კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს იწვევს
06-04-2021
-
+


24 აპრილს 12:00 საათზე ამერიკული უმაღლესი საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი პროგრესი, „ჯუნიორ ბიზნეს უნარ-ჩვევების პროგრამის“ ფარგლებში, თემაზე: „4th grader's viewpoint: Impact of Covid-19 on Education and Economy“ კონფერენციას გამართავს.

ამერიკული საერთაშორისო სკოლა - კოლეჯი „პროგრესი“ ონლაინ საერთაშორისო ბიზნეს-კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს იწვევს. კონფერენციაში მონაწილეობა საჯარო და კერძო სკოლების მეოთხე კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. 

გაეცანით დეტალებს:

„კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ საჯარო და კერძო სკოლების მეოთხე კლასის მოსწავლეებს.

კონფერენცია წარიმართება ინგლისურ ენაზე.
კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.
ხანგრძლივობა: 2 სთ.
მოსწავლეთა მიერ კონფერენციაზე წარმოდგენილი ნამუშევრების მოსამზადებლად საჭიროა დაწყებითი კლასების ინგლისური ენის, მე და საზოგადოების და ბიზნეს განათლების მასწავლებლების ჩართულობა.

კონფერენციის მომხსენებლებს და მათ პედაგოგებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

კონფერენცია ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების-ანალიზის და შეფასების განვითარებას, ასევე პრეზენტაციის წარდგენის და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების ამაღლებას.

სასურველია მოსწავლემ (მეოთხეკლასელმა) ერთი კონკრეტული ქვეყნის მაგალითზე წარმოადგინოს Covid-19-ის გავლენა განათლებასა და ეკონომიკაზე.

საკონფერენციო თემა, მოხსენება წარმოდგენილი უნდა იყოს: საპრეზენტაციო ფორმატში (PowerPoint), რეგლამენტი - 7-8 წუთი.

კონფერენცია ჩატარდება დისტანციური ფორმით, პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/391LuCo

დარეგისტრირების ბოლო ვადაა 10 აპრილი.
გთხოვთ, საკონფერენციო თემები გადმოაგზავნოთ 10 აპრილამდე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: natali.amiranashvili@schoolprogress.ge სათაურში მიუთითეთ „4th grader's viewpoint: Impact of Covid-19 on Education and Economy“ - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

თეორიული ცოდნის განმტკიცების მიზნით ბავშვებმა თავიანთი წარმოდგენები მაკეტების სახით გამოხატეს

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

თითოეული ნამუშევარი გამოირჩეოდა ორიგინალურობით, ასახავდა ბავშვების ინდივიდუალურ ხედვასა და ფანტაზიას
მარიამი მხოლოდ მეორეკლასელია, მაგრამ ასაკის მიუხედავად მის სახელზე არაერთი წარმატებაა
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება