სიახლეები
პიროვნება

„სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში კომპეტენტური ადამიანები უნდა იყვნენ ჩართულნი“- გოჩა ძნელაძე, საჩხეურის საჯარო სკოლის დირექტორი
06-04-2021
-
+


რას ფიქრობს ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე, მისი აზრით რამდენად მნიშვნელოვანია სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რას ეტყოდა კოლეგებს - ამ საკითხებზე etaloni.ge წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საჩხეურის საჯარო სკოლის დირექტორის გოჩა ძნელაძის მოსაზრებას გთავაზობთ:

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?

-საზოგადოების აზრი იმ კუთხით უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში კომპეტენტური ადამიანები იყვნენ ჩართულნი. სწორად უნდა მოხდეს მათი ჩართულობა და აზრის გათვალისწინება. ძალიან კარგი იქნება, თუ ამ პროცესში კომპეტენტური ადამიანები ჩაერთვებიან. კარგი გრიფირებული სახელმძღვანელო სასწავლო პროცესისა და მოსწავლეებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?

- რადგან ელექტრონულ ჟურნალში მუშაობის გამოცდილება არ გვქონდა, საწყის ეტაპზე ვართ და ახლა ვიძენთ ამ უნარ-ჩვევებს. თავიდან ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ ახლა შევეჩვიეთ. არის რაღაც ნიუანსები რაშიც გვჭირდება დახმარება, მაგალითად შემაჯამებელი სამუშაოები და ა.შ. მაგრამ ასე თუ ისე ვახერხებთ.

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?

- ნამდვილად არაორდინალური ვითარებაა. ათასნაირი უნარ-ჩვევა გვჭირდება, მენეჯმენტისა და მმართველობისთვის სხვა უნარების გამოვლინებაც გახდა საჭირო არსებულ ეპიდვითარებაში. დირექტორებს გავამხნევებდი იმით, რომ მეტი გამძლეობა ქონდეთ, აკეთონ საქმე გაორმაგებული ენერგიით და ყველაფერს შეძლებენ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება