სიახლეები
სამასწავლებლო

„ელექტრონულ ჟურნალს, მატერიალურთან შედარებით ბევრი უპირატესობა აქვს“ - რას ფიქრობენ დირექტორები ელექტრონული ჟურნალის წარმოების დანერგვაზე
06-04-2021
-
+


როგორ აფასებენ ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას; რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას ამ პროცესში - აღნიშნულ შეკითხვებზე etaloni.ge სკოლების დირექტორების მოსაზრებებს გთავაზობთ:

ტიგრან სარუხანიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, დილითის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ელექტრონულ ჟურნალს, მატერიალურთან შედარებით ბევრი უპირატესობა აქვს, რაც მთავარია მშობლები ინფორმირებულები არიან, რა შეფასებები აქვთ მათ შვილებს. მართალია, თვიდან იყო სირთულეები და პედაგოგებსაც ცოტა გაუჭირდათ შეგუება, თუმცა ახლა ვმუშაობთ და მომავალი სასწავლო წლიდან სრულად გადავალთ ელექტრონული ჟურნალის გამოყენებაზე.

მუსა ომაროვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის, ალგეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

- სკოლაში ელექტრონული ჟურნალი უკვე დავნერგეთ, ვიყენებთ, ვმუშაობთ, პედაგოგებმაც მალევე აუღეს ალღო ამ სიახლეს ისე, რომ არანაირი გართულება არ გვქონია და ძალიან მოგვწონს.

დილარა აბაზოვა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის, მუღანლოს საჯარო სკოლის დირექტორი:

- პედაგოგები ელექტრონულ რესურსს თვეებია იყენებენ... თავიდან ერთმანეთს ვასწავლიდით, გამოცდილებას ვუზიარებდით  და გამოგიტყდებით - აზრთა სხვადასხვაობა იყო, მატერიალური ჟურნალი მეტად მოსწონდათ, მაგრამ ახლა ელექტრონულ რესურსს გადასარევად ვიყენებთ. ჯერჯერობით ორივე სახის ჟურნალი გვაქვს სკოლაში, თუმცა სექტემბრიდან საბოლოოდ დაინერგება ელექტრონული რესურსი და მშობლებიც უკეთ ჩაერთვებიან შვილების საგაკვეთილო პროცესში. სიახლეს მივესალმებით. 

არაქელ სეირანიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ორლოვკის საჯარო სკოლის დირექტორი:

- როდესაც ელექტრონული ჟურნალები შემოვიდა სკოლებში, თვიდან გარკვეულ სირთულეებს წავაწყდით, მაგრამ ახლა ყველა წინააღმდეგობა დაძლეულია; სხვათა შორის, იყო ტექნიკური ხარვეზები, თვითონ ჟურნალი გახლდათ გაუმართავი და იმედია, ახალი სასწავლო წლისთვის, როდესაც ელექტრონული რესურსი საბოლოოდ დაინერგება სკოლებში, ეს ხარვეზები გასწორდება. ელექტრონულ ჟურნალში მუშაობა კომფორტულია და ძალიან მოგვწონს.

შავარშ კუკურტჩიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ჯიგრაშენის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩვენს სკოლაში ელექტრონული ჟურნალი უკვე დავნერგეთ და პედაგოგებიც წარმატებით მუშაობენ. სიახლეს მივესალმებით და მომხრე ვართ, სექტემბრიდან ელექტრონულმა რესურსმა მატერიალური ჟურნალი ჩაანაცვლოს.



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება