სიახლეები
ეტალონი

„გზა უკეთესი მომავლისკენ განათლებაზე გადის“ - „აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი“ ასპარეზს მასშტაბურ ეროვნულ პროექტს უთმობს
06-04-2021
-
+


აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021- მარტის ONLINE-გადაცემა ემოციურად დაიწყო და ასევე გაგრძელდაამ ეტაპზე გადაცემა დასრულდა, ოღონდ ისე, რომ გაგრძელება უფრო მასშტაბურ პროექტში ჰპოვა და ახლა უკვე შეგვიძლია განვაცხადოთ - „ქართველობის სიმფონია - ჩემი, შენი, ჩვენი ემიგრანტებისთვის“ მალე ისევე დაიმკვიდრებს ადგილს ონლაინ-სივრცეში, როგორც „ეტალონის“ ყველა წამოწყება.

„აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი“ - ეს არის „ეტალონის“ უნიკალური დისტანციური ONLINE ინტელექტუალური ინტერნეტგადაცემა-თამაში, რომელიც „ზუმის“, „ეტალონის“ მეთოდოლოგიისა და izrune.ge-ს მაღალი ტექნოლოგიების შერწყმის საფუძველზე შეიქმნა და მალევე მოიგო ათასობით თანამოაზრის გული. 

მარტის „აბიტურიენტთა თანავარსკვლავედს“ 82 კონკურსანტი ჰყავდა და სწორედ საუკეთესოებს შორის საუკეთესოების გამოვლენა და წახალისებაა „ეტალონის“ მიზანი.

„მოგესალმებით ყველას „აბიტურიენტთა თანავარსკვლავედის“ კიდევ ერთ ONLINE-გადაცემის მონაწილეებს და გეტყვით, რომ სამწუხაროდ, ესაა ამ ეტაპზე ბოლო გადაცემა; თუმცა აქვე, სიხარულით მინდა გაცნობოთ, რომ იწყება უფრო მასშტაბური პროექტი - „ქართველობის სიმფონია“, - ასე დაიწყო გადაცემა უცვლელმა წამყვანმა და პროექტის სულისჩამდგმელმა გოჩა ტყეშელაშვილმა, რომელმაც თანაწამყვანად სტუდიაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ზურაბ ხონელიძე მოიწვია.

„ჩემთვის პატივია, ვიყო თქვენს და ჩვენი ახალგაზრდების გვერდით, რომლის მომავალი განაპირობებს ჩვენი ქვეყნის მომავალს; ვუსურვებ წარმატებას და ვურჩევ, გაიგონ და გაიაზრონ დროის ფასი. რთული დრო ქმნის ძლიერ ადამიანებს და „ეტალონის“ პროექტები ხელს უწყობს, გაიზარდონ ძლიერ ადამიანებად, რომლებსაც მოჰყავთ კარგი დრო! ესაა ჩვენი ქვეყნის წარმატების საწინდარი“, - ასე მიესალმა ზურაბ ხონელიძე კონკურსანტებსა თუ სრულიად საქართველოს და ამ სიტყვების ფონზე დაეგზავნათ აბიტურიენტებს ტესტები.

„სწორი პასუხი“ 5 ქულა, „არასწორი პასუხი“ – 0 ქულა, „თავის შეკავება“ - 2 ქულა - პირობები უცვლელი, წამყვანი უცვლელი, კითხვები საინტერესო და მრავალფეროვანი, დრო - 30 წუთი... ONLINE-თამაში ემოციური მუსიკალური ფონისა და საინტერესო საუბრების ფონზე წარიმართა.  82 მონაწილიდან კი საუკეთესო 9 დასახელდა.

ამასობაში, ზურაბ ხონელიძემ ვრცლად ისაუბრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ:

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ხაზგასმით შევახსენო ქართულ საზოგადოებას - ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში არსებობს უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც იზიარებს ქართული სახელმწიფოს ბედს. ესაა ყველაზე ჯანსაღი, მოკლე გზა ქვეყნის ერთიანობის აღდგენისა; ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ერთობა აღდგეს. ქვეყნის ერთიანობის გზა გადის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტზე. ასევე მინდა გამოვხატო მადლიერება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიმართ - ჩვენს უნივერსიტეტთან გააფორმეს მემორანდუმი, რომელსაც უდიდესი დატვირთვა გააჩნია და მის შედეგებს უახლოეს მომავალში ვიხილავთ“.

გადაცემის მსვლელობისას, პროექტი აბიტურიენტებმაც შეაფასეს:

ნანუკა ხოტენაშვილმა, გურჯანიის მუნიციპალიტეტის, შაშიანის საჯარო სკოლიდან, აღნიშნა:

„ეტალონი“ ჩემთვის არის მოტივაციის წყარო და პროექტში მონაწილეობა უკვე დიდი გამარჯვებაა; გამარჯვება ხომ მუდმივად მისკენ სწრაფვაა და მიხარია, რომ მხვდა წილად ბედნიერება, ვყოფილიყავი „აბიტურიენტთა თანავარსკვლავედის“ მონაწილე“.

ლარისა და დიანა ხარაიშვილებმა, ადიგენის მუნიციპალიტეტის, ქვემო ენთელის საჯარო სკოლიდან, წარმატება უსურვეს თითოეულ კონკურსანტს და განაცხადეს, რომ ეამაყებათ გადაცემაში მონაწილეობა.

ზურაბ ხონელიძემ კი „ეტალონის“ მომავალი პირმშო „ქართველობის სიმფონია“ განიხილა და აღნიშნა, რომ „ესაა კიდევ ერთი ეროვნული საქმე, რაც ჩვენს ქვეყანას გააძლიერებს და შექმნის სრულფასოვნების განცდას; პროექტი მომავალზეა ორიენტირებული და ჩვენ უდავოდ ვალში ვართ ამ ადამიანების წინაშე“.

„საქართველო მხოლოდ კი არ გადარჩება, ის აუცილებლად გაბრწყინდება, რადგან ოჯახები მიმართულები არიან ეფექტური განათლებისა და შვილების მომავლისკენ. ისინი ზრუნავენ უკეთეს მომავალზე და გზა ამ მომავლისკენ განათლებაზე გადის“, - ამ სიტყვებით დაასრულა გოჩა ტყეშელაშვილმა „აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი“ და სიტყვა ზურაბ ხონელიძეს გადასცა, რომელმაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ: „დრო არის ცვლილების პროდუქტი; დრო არ მოდის, ის მიდის და მინდა, ახალგაზრდები იყვნენ დროის ადეკვატურები. წარმატებას ვუსურვებ მათ და საქართველოს“.

გადაცემის დასასრულს აბიტურიენტებმა პროექტი კიდევ ერთხელ შეაფასეს:

მიხეილ გულიაშვილი, გიორგი მაზნიაშვილის სახელობის, კასპის მუნიციპალიტეტის, სასირეთის საჯარო სკოლის მოსწავლე:

- ზოგადად პროექტი, ისევე, როგორც „ეტალონის“ ყველა წამოწყება ძალიან მომწონს და საკუთარი შედეგითაც, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. კითხვებიც ძალიან კარგად იყო შერჩეული და მოხარული ვარ, მონაწილეობის საშუალება რომ მომეცა, რადგან საკუთარი ცოდნა გადავამოწმე, თავი გამოვცადე და ეს იყო დიდი გამოცდილება ეროვნული გამოცდების წინ.

ეკატერინე ბენდელიანი, დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე:

„ეტალონის“ გულშემატკივარი ჯერ კიდევ ბავშვობაში ვიყავი და მოხარული ვარ, პროექტში მონაწილეობის საშუალება რომ მომეცა. ზოგადად, ყველა პროექტს ვგულშემატკივრობ და ახლა „აბიტურიენტთა თანავარსკვლავედმა“ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მომცა. კითხვებიც მომეწონა, რადგან მრავალფეროვანი იყო, არაპროგრამულიც და კლასგარეშე საკითხების ცოდნას, აზროვნებას მოითხოვდა.

გადაცემის სრული ვიდეოჩანაწერი იხილეთ ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს 

სტუდენტების 2 კატეგორია, რომელიც 500 და 700 ლარით დაფინანსდება - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

რატომ უნდა დაიწეროს ნიშნები სკოლაში - მოსწავლის შეფასების მიზნები, პრინციპები, ამოცანები

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

სიახლეები
საზოგადოება