სიახლეები
სამასწავლებლო

რას ფიქრობენ სკოლის დირექტორები ეროვნული გამოცდების პროგრამაზე და რას ურჩევენ აბიტურიენტებს პროფესიის არჩევისას
06-04-2021
-
+


აბიტურიენტებს წელსაც არასტანდარტულ მდგომარეობაში მოუწევთ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. პანდემიის პერიოდში მთელი სასწავლო წელი განსაკუთრებით სტრესული იმ მოსწავლეებისთვის იყო, რომლებსაც სწავლის გაგრძელება უმაღლესში სურთ. იმის გამო რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროგრამა პრაქტიკულად არ შეცვლილა, დავინტერესდით, რას ფიქრობენ საჯარო სკოლის დირექტორები -  უნდა გამარტივებულიყო თუ არა საგამოცდო პროგრამა აბიტურიენტებისთვის და რას ურჩევენ მომავალ სტუდენტებს პროფესიის არჩევის პროცესში.

ჭიათურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი გოჩა შუბითიძე:

ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროგრამა არ უნდა გამარტივებულიყო, რადგან აბიტურიენტებს ახლა უფრო მეტი დრო ჰქონდათ მოსამზადებლად. თანაც მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ იკითხონ გაუგებარი საკითხები პედაგოგებთან და თავის მხრივ მასწავლებლები მუდმივად მზად არიან მათ დასახმარებლად.

რაც შეეხება პროფესიის არჩევას, ვფიქრობ მოსწავლეებმა პირველ რიგში მათი ინტერესები უნდა გაითვალისწინონ. სურვილთან ერთად კი ყურადღება შესაძლებლობებსაც მიაქციონ.

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო წიფიანი:

გამოცდები ნამდვილად არ უნდა გამარტივებულიყო, რადგან  ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამა ისედაც მარტივია. ზღვარიც საკმაოდ დაბალია, ამიტომ ნამდვილად უნდა დარჩენილიყო ისე როგორც არის. მართალია, პრობლემები არის, ონლაინ სწავლების მიმართულებითაც და ზოგადად პანდემიის გამო სირთულეები გვაქვს, მაგრამ მომავალი სპეციალობების გათვალისწინებით, თუ გვინდა პროფესიონალი კადრები გვყავდეს არც მინიმალური ზღვარი უნდა შემცირდეს და არც საგამოცდო პროგრამა გამარტივდეს.

აბიტურიენტობა საკმაოდ რთულ სიტუაციაში უწევთ ახლა მოსწავლეებს, თუმცა შრომისმოყვარეობა შედეგს ყოველთვის დებს და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი სკოლის მოსწავლეებს რასაც ვუყურებ, ჩვენი ბავშვები ნამდვილად მოახერხებ იმას, რომ სტუდენტები გახდნენ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა პაკელიანი: 

6 აბიტურიენტი გვყავს ჩვენ სკოლაში და ყველა მათგანი დავარეგისტრირეთ. ვფიქრობ, მიუხედავად ყველაფრისა მოსწავლეები მაინც ახერხებენ მომზადებას, საგამოცდო პროგრამა კი არც ისე რთულია.

რაც შეეხება სამომავლო პროფესიას, ვფიქრობ აბიტურიენტებმა პირველ რიგში საკუთარი სურვილები უნდა გაითვალისწინონ, იმ მიმართულებით უნდა წავიდნენ, რომელიც აინტერესებთ და რომელიც ყველაზე მეტად სურთ.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანიაკეთის საჯარო სკოლის დირექტორი რომან საგინაძე:

აბიტურიენტებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმ პროფესიებს რომელიც მათში უფრო მეტ ინტერესს იწვევს და ამასთან, გაითვალისწინონ ის შესაძლებლობები, რომელიც მათ აქვთ. 

რაც შეეხება საგამოცდო პროგრამას, ვფიქრობ გამარტივება საჭირო იყო. მოსწავლეებისთვის რთული და სტრესული წელი იყო და გამოცდის გამარტივება ცუდი არ იქნებოდა.

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანათის საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ უჩანეიშვილი:

ვფიქრობ, მოსწავლეებისთვის რომლებიც მოტივირებული მნიშვნელობა არ აქვს ონლაინ ფორმატით ისწავლიან თუ დასწრებითით. რადგან სკოლებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ დისტანციურ რეჟიმში მოსწავლეები მაქსიმალურად ყოფილიყვნენ ჩართულნი. გამოყენებული იყო სწავლების სხვადასხვა ფორმები, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე საჭირო იყო საგამოცდო პროგრამის გამარტივება.

ამასთან, ვფიქრობ, აბიტურიენტები მეტად დამოუკიდებელნი უნდა იყვნენ მომავალი პროფესიის არჩევისას. ამასთან, აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომელ საგანშიც აქვთ უფრო ცოდნა იმ მიმართულებით წავიდნენ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი მუღანლოს საჯარო სკოლა საშუალო დირექტორი მუსა იუსიფოვი:

მგონია, რომ საგამოცდო პროგრამა უნდა გამარტივებულიყო, ვინაიდან მოსწავლეებისთვის რთული წელი იყო და სასწავლო პროცესიც შეიძლება ითქვას არასტაბილურად მიმდინარეობდა. ამიტომაც ნამდვილად მგონია რომ საგამოცდო პროგრამა მცირედით მაინც უნდა გამარტივებულიყო.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა მათემატიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები  გამოქვეყნდა

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტები ცნობილია - ნახეთ, რა წერეს აბიტურიენტებმა

ადგილების რაოდენობა და უმაღლესების მოთხოვნა პროგრამაზე ჩასარიცხად

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება