მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N20 საჯარო სკოლაში საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მეხუთეკლასელებმა ამ დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიუძღვნეს. მათ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა ჩხობაძე ხელმძღვანელობდა.
„2 აპრილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეა! წიგნის კვირეულის ფარგლებში მე-5 კლასის მოსწავლეები დისტანციურად შეხვდნენ ხელნაკეთი თოჯინების ოსტატს, სალი გიგანს, 2 აპრილს კი თავიანთი ხელით შექმნილი თოჯინები წარმოადგინეს; მათთვის საყვარელ საბავშვო წიგნზე ისაუბრეს, ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპრებიც გაიხსენეს, საინტერესო და სახალისო ვიქტორინაშიც მიიღეს მონაწილეობა, ბოლოს კი გურამ პეტრიაშვილის თეთრსულელა და ცისფერთვალება ზღაპრული გოგოც დაიმეგობრეს.
კიდევ ერთი ლამაზი დღე შეემატა ჩვენს ჯადოსნურ სამყაროს; „წიგნებთან ურთიერთობა სიყმაწვილეს კვებავს, სიბერეს ამხიარულებს, ბედნიერებას ამშვენებს, უბედურებაში თავშესაფარსა და დამშვიდებას იძლევა“ /ციცერონ მარკ ტულიუსი/“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა