მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N49 საჯარო სკოლაში საქართველოს გასაბჭოებისა და კონსტიტუციის მიღების 100 წლისთავთან დაკავშირებით კვირეული ჩატარდა. სამოქალაქო განათლების კლუბი „თანასწორობა“ ღონისძიებაში დისტანციურად ჩაერთო. 24 თებერვალს ჩატარდა კონფერენცია-დისკუსია ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო მონაკვეთზე საქართველოს ისტორიიდან - გასაბჭოების და კონსტიტუციის მიღების 100 წელი.
გთავაზობთ კონფერენციის განსახილველ თემებს, მონაწილეების ჩამონათვალსა და დამსწრეთა კომენტარებს აღნიშნული ღონისძიების შემდეგ:
„მნიშვნელოვანია, სასკოლო საზოგადოებამ იცოდეს საქართველოს თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი დრამატული ნაწილის შესახებ.
განხილვის თემები იყო:
1. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია;
2. საქართველოს გასაბჭოების მძიმე პერიოდი;
3. იუნკერების ფასდაუდებელი თავგანწირვა;
4. თანამედროვე ოკუპაცია;
5. შინდისის გმირები;
6. ოკუპაციის ზიანი და შედეგები;
მონაწილეობდნენ:
X კლასი
1. ანა კუპრავა
2. მარიამ რაგიმოვი
3. ელენე ქიბიშაური
4. გიორგი გარდაფხაძე
5. ჯალალი მამედოვი
6. ნუგზარ გვენეტაძე
IX კლასი
1. ნიტა გალდავა
2. მარიამ გოროზია
VII კლასი
1. ნია ცანავა
2. ქრისტინე ტყემალაძე
ღონისძიებას დაესწრო სკოლის დირექცია, ასევე პედაგოგები.
პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დებატები და დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაერთვნენ კლუბის წევრები და პედაგოგები.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო სკოლის დირექტორმა ეკატერინე ცაავამ, რომელმაც განაცხადა:
„გასაბჭოება საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია, ვინაიდან სახელმწიფომ დაკარგა დამოუკიდებლობა. სამწუხარო ფაქტია, რომ ჩვენი დამოუკიდებელი საქართველო, თავისივე ქვეყნის შვილის წინამძღოლობით დაემხო. ოკუპაცია დღესაც გრძელდება, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოებას ჰქონდეს ცნობიერების დონე ამაღლებული, ვინაიდან სწორედ ჩვენმა ახალმა თაობამ უნდა დაგმოს არადემოკრატიული ოკუპაცია და გააკეთოს სწორი არჩევანი“.
სიტყვით გამოვიდა სკოლის სასწავლო ნაწილი ია ჯიქია:
„მიხარია, რომ ჩვენს სკოლაში ჩატარდა კვირეული მიძღვნილი „საქართველოს კონსტიტუციის მიღების და გასაბჭოების 100 წლისთავისადმი“, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები. ვთვლი, რომ სამოქალაქო განათლების კლუბების არსებობა ყველა სკოლაში მნისვნელოვანია. ვინაიდან მოსწავლეს ინფორმაცია ჰქონდეს ქვეყნის წარსულსე, აწმყოსა და მომავალზე.“
თავისი აზრი დააფიქსირა სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის პედაგოგებმა ვიქტორია ვიტტმანმა და ია ბეიტრიშვილმა.
ვიქტორია ვიტტმანი: „რამდენჯერაც არ უნდა მოვისმინო, ჩემთვის ძალიან სენსიტიურია საქართველოსთვის თავდადებული გმირების ისტორიები. მჯერა, რომ ისინი ტყუილუბრალოდ არ იბრძოდნენ და ჩვენ შეგვეძლება XXI საუკუნეში ვიცხოვროთ დამოუკიდებელ დემოკრატიულ სახელმწიფოში და დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები.“
ია ბეიტრიშვილი: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ მიღებული კონსტიტუცია, რომელიც დაამტკიცა დამფუძნებელმა კრებამ დამყარებული იყო თანამედროვე სტანდარტებზე. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციაში იყო კანონები, რომელიც ემსახურებოდა ადამიანთა თანასწორობას ნებისმიერი ნიშნით და ასევე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც აკრძალა ადამიანის სიკვდილით დასჯა და აღნიშნა ის კონსტიტუციაშიც.“
მარიცა ნატრიაშვილი: „ბავშვებო, საინტერესო კონფერენციებით თქვენგან ყოველთვის განებივრებულები ვიყავით, მაგრამ დღევანდელი ღონისძიება განსაკუთრებული იყო თავის შინაარსით, რადგან წარსულის სწორი შეფასება ქვეყნის უკეთესი მომავლის განმსაზღვრელია და მომავალი კი თქვენია.“
საკუთარი აზრი დააფიქსირეს კლუბის აქტიურმა წევრებმაც.
ანა კუპრავა: „ჩემთვის სამწუხარო ფაქტია, რომ საქართველოს ხშირ შემთხვევაში მისივე ქვეყნის შვილები ყიდდნენ, სერგო ორჯონიკიძეს ყველა უნდა იცნობდეს, ვინაიდან მან საკუთარი თავი შეადარა წმინდა გიორგის და თეთრ ცხენზე ამხედრებული შემოუძღვა მტერს თავისივე სამშობლოს დასარბევად. მსგავსი ორჯონიკიძეები იყვნენ ყველა ეპოქაში და იმედი მაქვს, რომ მომავალი თაობა იზრუნებს არა პირად არამედ ქვეყნის კეთილდღეობაზე.“
ელენე ქიბიშაური: „როდესაც ვეცნობოდი შინდისის გმირების ისტორიებს, ვიყავი ამაყი, რომ ვარ ამ ქვეყნის შვილი, რომელსაც ამდენი თავდადებული ადამიანი ჰყავს. ვცდილობდი, რომ ყველა გმირზე მაქსიმალურად მომეძიებინა ინფორმაცია, ვინაიდან ჩემს თანატოლებს ჰქონოდათ მათზე შესაბამისი წარმოდგენა.“
ნიტა გალდავა: „ჩემი აზრით, ოკუპაზიის კონკრეტული მიზეზების და შედეგების გაანალიზება არის უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან საზოგადოებამ კვლავ იგივე შეცდომები არ დაუშვას. არ მინდა მუდამ კავკასიური ცარცის წრეზე ვიტრიალოთ.“
გიორგი გარდაფხაძე: „თანამედროვე ოკუპაცია დღესაც, ყოველდღე გვახსენებს თავს. ვთვლი, რომ დიპლომატია არის გზა, რომელიც მოაგვარებს ნებისმიერი ტიპის პრობლემას და სწორედ ჩვენ ვიქნებით ის თაობა, რომელიც აღადგენს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.“
ამ ღონისძიებით დავგმეთ საქართველოს გასაბჭოება, პატივი მივაგეთ საქართველოს მომავლისთვის დაღუპულ გმირებს და დემოკრატიული ფასეულობების მქონე კონსტიტუციას“.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ