მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედის დღე - ეს არის კიდევ ერთი შანსი მადლობა გადაუხადოთ ადამიანს, რომელმაც სიცოცხლე გვაჩუქა, იმ სიყვარულისთვის, ზრუნვისთვის და უანგარო მსხვერპლისთვის, რომელსაც ის საკუთარი შვილების კეთილდღეობისთვის იღებს. ამ დღეს მიეძღვნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთის საჯარო სკოლის V კლასში ჩატარებული ღონისძიება: „ვიდრე დედა გყავს...“, რომელიც ჩატარდა კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით. ღონისძიება მოამზადა მუსიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისა და კლასის ხელმძღვანელის აქტიური თანამონაწილეობით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექციის წარმომადგენლები და დედები. ბავშვებმა ისაუბრეს ამ დღის აღნიშვნის ისტორიაზე, გაზაფხულზე, მხატვრულად წაიკითხეს დედისადმი მიძღვნილი ლექსები, შეასრულეს სიმღერები „გაზაფხული მოსულა“ და „დედა, დედიკო...“ ბოლოს მშობლებს მიართვეს საკუთარი ხელით დამზადებული ბარათები. ეს იყო თბილი, ემოციურად დატვირთული დღე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა