მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში სასკოლო კლუბმა „აქტიური მოქალაქე“, რომელიც დაარსდა ამავე სკოლის VIII კლასის მოსწავლეთა ინიციატივით, წარმოადგინა პრეზენტაცია სახელწოდებით „მე რომ სრულწლოვანი გავხდები...“.
იგი კომპლექსურ დავალებად მიცემული და VIII კლასის მოსწავლეების: მარინა მარგველანის და სალომე ხარძიანის მიერ განახორციელებული კვლევის შეჯამებას წარმოადგენდა.
კვლევაზე მუშაობის პროცესში, რომელიც არჩევნების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებაზე ჩატარდა, მოსწავლეებმა რესპონდენტებად ჩართეს თემის წევრები; მათგან ინფორმაცია შეკრიბეს კვლევის რაოდენობრივი (კითხვარი) და თვისობრივი (სიღრმისეული ინტერვიუ) მეთოდებით; შეკრებილი ინფორმაცია დააჯამეს ცხრილების, დიაგრამების სახით, გააკეთეს კონტენტ-ანალიზი და კვლევის შედეგეზე დაყრდნობით გააკეთეს პრეზენტაცა.
პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა მოიწვიეს თემის წევრები და თავადვე უზრუნველყვეს მათი დასწრება, რადგან პრეზენტაციის მიზანი კვლევის შედეგების გაცნობის გარდა იყო, რომ:
· მოსახლეობა დაერწმუნებინა, რამდენად მნიშვნელოვანია არჩევნებში მონაწილეობის მიღება დემოკრატიულ საზოგადოებაში;
· გაეზარდათ მომავალ არჩევნებში მოსახლეობის ჩართულობა;
· აეხსნათ თემის წევრებისთვის, რატომ არის არჩევნებში მონაწილეობა მოქალაქეობრივი მოვალეობა.
პრეზენტატორმა - მარინა მარგველანმა, რომელიც კლუბის ლიდერია, კვლევის შედეგების შეჯამების შემდეგ ისაუბრა პრეზენტაციის მიზნებზე და მათ მისაღწევ ინტერვენციებზე. აღნიშნა, რომ საზოგადოების ჩართულობის გარეშე შედეგები ვერ მიიღწევა. ყურადღება გაამახვილა მედიის როლზე ამ მიმართულებით.
პრეზენტაციის ბოლოს პრეზენტატორმა ჩამოაყალიბა არჩევნებისადმი საკუთარი დამოკიდებულება სლაიდით „მე რომ სრულწლოვანი გავხდები“.
პრეზენტაციას აგრეთვე დაესწრნენ: სხვა კლასების მოსწავლეები, მასწავლებლები, სკოლის დირექცია.
კვლევის ანალიზმა და პრეზენტაციამ დამსწრეთა მხრიდან მოწონება და მაღალია შეფასება დაიმსახურა.
კვლევის ხელმძღვანელი - კლუბის მეურვე და ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი გიორგი ტერუნაშვილი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ტესტის ნიმუში და სხვა დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“