სიახლეები
პიროვნება

„izrune.ge ბავშვისა და მშობლის ერთიანობას ქმნის“ - ანა ალაფიშვილი
08-04-2021
-
+


Izrune.ge განაგრძობს პროფესიონალი გუნდის გაცნობას საზოგადოებისთვის, რადგან გვსურს, იცნობდეთ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ მომავალი თაობის ხარისხიან განათლებაზე და იღვწიან, რათა ჭეშმარიტი იზრუნელებისთვის, წიგნიერების ჯადოსნური სამყაროს დახმარებით, წარმატების გზაზე ყველა კარი, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გაიღოს.

ანა ალაფიშვილი გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახლავთ, რომელიც I-XII კლასების მოსწავლეების მშობლებსა და ოჯახის წევრებს სთავაზობს, მათ ბავშვებზე მორგებულ, izrune.ge-ს ინდივიდუალურ პაკეტს, რომელიც გულისხმობს განათლების პირადი მენეჯერის მუდმივ ზრუნვას მოსწავლის განვითარებასა და სწავლის ხარისხზე.

როგორ გახდა ყველაზე მზრუნველი კომპანიის თანამშრომელი და კონკრეტულად, რა სერვისებს სთავაზობს izrune.ge მოსწავლეებსა და მათ ოჯახებს? – Etaloni.ge ანა ალაფიშვილს ესაუბრება.

- ანა, როგორ აღმოჩნდით კომპანიაში, გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელად?

- ზოგადად, გაყიდვების დეპარტამენტი რამდენიმე თვეა შეიქმნა, შესაბამისად, გამოცხადდა ვაკანსია, გავიარე გასაუბრება და ამიყვანეს... ეს იყო ძალიან დიდი სიხარული, რადგან არ ველოდი, თუმცა ყოველთვის მინდოდა დასაქმება იმ კომპანიაში, რომელიც განათლების სფეროსთან იქნებოდა დაკავშირებული.

- ასეთ სურვილს ალბათ თავისი მიზეზი აქვს...

- ფილოლოგი ვარ, სკოლაში მუშაობის გამოცდილებაც მაქვს და მიყვარს ეს საქმე.

- თუმცა ამჯერად, გაყიდვების დეპარტამენტს ხელმძღვანელობთ - რას სთავაზობთ მოსწავლეებსა და მათ ოჯახებს?

- ვთავაზობთ პაკეტებს, რომლებიც უშუალო კავშირშია საგანმანათლებლო სივრცესთან - ესაა I-XII კლასების ტესტირებები და ისინი ყოველკვირეულად ტარდება. ჩვენი ძირითადი მოვალეობა ისაა, რომ კომპანიის საქმიანობის შესახებ, სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია, ყველა ნიუანსი დეტალურად ავუხსნათ და განვუმარტოთ, კონკრეტულად, რა არის კომპანიის მიზანი

- და რა მიზანი აქვს izrune.ge-ს?

- ჩვენი ძირითადი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში მოტივაციის ამაღლება და ზოგადად, მშობლის, ოჯახისა და სკოლის ჩართულობა ბავშვის აღზრდა-განათლებაში.

- ფიქრობთ, მიაღწევთ ამ მიზანს?

- უკვე რამდენიმე თვეა ამ მიმართულებით ვმუშაობთ და გარკვეული კონტურები გამოიკვეთა; გარდა ამისა, მშობელი ვარ და ჩემი შვილებიც აქტიურად არიან ჩართულები პროექტში, შესაბამისად, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ მიზანი, რომელიც ჩვენმა გუნდმა დაისახა, უდავოდ, მიღწევადია და ამისთვის თავს არ დავზოგავთ.

- ანა, რამდენად მოთხოვნადია ის, რასაც სთავაზობთ მოსწავლეებსა და მათ ოჯახებს?

- როგორ შეიძლება, განათლება არ იყოს მოთხოვნადი?! - რეალურად, ბავშვსაც და მშობელსაც სჭირდება მოტივაცია; ინდივიდუალური პაკეტი კი, რასაც ჩვენი განყოფილება სთავაზობს მშობელს, პირადი განათლების მენეჯერის სახით, დიდი მოტივატორია. წარმოიდგინეთ, ბავშვს ჰყავს მეგობარი, რომელმაც მის შესახებ ყველაფერი იცის, ზრუნავს განათლებაზე და დაბადების დღესაც კი ულოცავს... ბუნებრივია, განათლების პირადი მენეჯერი ძალიან მოთხოვნადია, რომლის არსსა და სიღრმისეულ დეტალებს ვაცნობთ მომხმარებელს. ესაა ინდივიდუალური პაკეტი, რომელიც საუკეთესო მომსახურებას ითვალისწინებს.

- ჩვენც რომ განგვიმარტოთ, რითაა გამორჩეული ეს ინდვიდუალური პაკეტი?

- პირადი განათლების მენეჯერი ბავშვს ყოველ კვირას ეკონტაქტება, ახსენებს ტესტირების თარიღს, აქტიურად ჩართულია სწავლა-აღზრდის საკითხში, რა თქმა უნდა, მშობელთან ერთად, აქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთკავშირი ბავშვსა და ოჯახთან...

- ისეთი აღფრთოვანებით საუბრობთ, უდავოდ გიყვართ საქმე, რომელსაც აკეთებთ...

- როგორც გითხარით, სპეციალობით ფილოლოგი ვარ და ყოველთვის მინდოდა, მემუშავა განათლების სფეროში. მიხარია, რომ თვეების წინ გასაუბრებაზე მოვედი და მომეცა შანსი, გავმხდარიყავი წევრი იმ გუნდისა, რომლის მიზანიცაა ქვეყანაში ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა და უზრუნველყოფა. შეუძლებელია, ბავშვს ყველა საგანში, ყველა კითხვაზე ჰქონდეს პასუხი, მაგრამ ჩვენ ვართ იმისთვის, მას გააჩნდეს მთავარი - მონდომება.

- თქვენი აზრით, izrune.ge მოსწავლეა თუ მშობელი?

- ძალიან საინტერესო კითხვაა - ამ შემთხვევაში, მშობელი და ბავშვი გაერთიანებულია და საამაყოც სწორედ ესაა - ამ ერთიანობას ქმნის izrune.ge.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები
საბერიოში დატრიალებული ტრაგედიის გამო 9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

სკოლის ექიმის ხელფასი 800, ექთნის კი 670 ლარი იქნება - მთავრობის დადგენილება

მასწავლებელთა სქემის მუხლები 1-ელ ივლისამდეა შეჩერებული - სამინისტრო ახალ ვადებს ასახელებს

„ბაღებში კვების მენიუში დასაშვებია თანხის ცდომილება რამდენიმე თეთრით“ - დოკუმენტი

სასკოლო ნივთებისთვის მოსწავლეები 100 ლარს მიიღებენ - „ოჯახები ვერ ახერხებენ ბავშვებისათვის სასკოლო ნივთების შეძენას“

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

გაკვეთილის მთავარი მიზანი იყო, 100 ლარის წარმოდგენა კუპიურებით და მოცემული თანხის განაწილება ნივთების შესაძენად

მოსწავლეები საყვავილე ქონების განთავსებას სკოლის ეზოში ახლად გაშენებულ რომან ზოიძის სახელობის სკვერში აპირებენ

საახალწლო კვირეული მეორე კლასის მოსწავლეებმა გახსნეს

გაკვეთილის მიზანი იყო, გათამაშებული სიტუაციის მეშვეობით მრავალმხრივ გამოვლენა მოსწავლის უნარისა და ცოდნისა

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება