მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კომპლექსურ დავალებებზე მუშაობა ძალიან მოსწონთ. ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში შესასრულებელ კომპლექსურ დავალებებზე პედაგოგი ნათელა კახაძე საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს და გვიამბობს:
„ცოდნა არის ძალა, რომელიც საუკეთესო გზაა თავის დამკვიდრებისთვის და თვითრეალიზაციისთვის“.
მოსწავლეს ბუნებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი მნიშვნელოვანი რამ აქვს ნანახი, მაგრამ ბევრ შემთხვევაში გამოყენებას ორგანიზებას ვერ უკეთებს. პრაქტიკაც არ აქვს სხვადასხვა მიდგომების ხარჯზე მათი გამოყენების. შიშობს შეცდომის დაშვებაზე.
ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში შესასრულებელი კომპლექსური დავალებები სწორედ მოსწავლეებს დაეხმარება ნანახის თეორიასთან დაკავშურებაში, ანალოგიების პოვნაში და მიღებული გამოცდილების პრაქტიკაში გამოყენებაში.
გადავწყვიტე კომპლექსური დავალების შეტანა ახალი სკოლის მოდელის არაჩართულ სკოლაშიც: წალკის მუნიციპალიტეტის არწივანის საჯარო სკოლის მე-10 კლასში.
გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა:
თუ ყოველდღიური სწავლების პროცესში მოსწავლეები დემოტივირებული იყვნენ, კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის დროს აქტიურები არიან, თვითონ არის ჩართული – წინარე ცოდნაზე დაყრდნობით ახდენს ახლის კონსტრუირებას.
დავალებებზე მოსწავლე საკმაო ხანს მუშაობს, პირველ ეტაპზე მასწავლებელი ესაუბრება, რეკომენდაციებს აძლევს როგორ გააკეთოს დავალებები, რითაც ბიძგს აძლევს მოსწავლის ცოდნათა ორგანიზებას, ძველსა და ახალ ცოდნას შორის უთიერთდაკავშირებს.
ჩემი კომპლექსური დავალების მოკლე მონახაზზს გავაკეთებ:
თემა: ორგანიზმთა მოძრაობა
საკითხი: ჯამრთელობა და დაავადება.
ყველაფრის მთქმელი:
ორ მნიშვნელოვან მიგნებაზე მინდა გავამახვილო ყურადღება: 1. „უძრაობას სიზარმაცე მოაქვს, მუშაობაში იბადება იდეები“ ეს არის რეფორმები. მიხაროდა, როცა ვხედავდა მოსწავლეები მსჯელობდენ, ყურადღებით აკვირდებოდენ მათ გარშემო მსგავს მაგალითებს, მაგალითად, ერთი მოსწავლე საუბრობდა აჭარის თაღოვან ხიდებზე და ხაზს უსვამდა მისი სოფლის „ფურტიოს ხიდს“.
მოსწავლე აღნიშნავს: მსგავსი ადრეც გვქონდა მაგალითად ინტეგრირებული გაკვეთილებიდან, მაგრამ კომპლექსურ დავალების ხიბლია: დრო-დროში გაჩენილი იდეების ფორმურირება, ჩემეული ხედვა,
ფიქრი: სად ვნახე მსგავსი და ახლა მე რა შემიძლია ცხოვრებაში“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა