ქვემო მახოს საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა საშემოდგომო ღონისძებით სკოლაში საზეიმო განწყობა შექმნეს
24-11-2017
დაკოპირებულია
-
+
ქვემო მახოს საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა. მოსწავლე-მასწავლებლებმა ღონისძებით სკოლაში საზეიმო განწყობა შექმნეს.
თითოეული მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული მოსამზადებელ პროცესში და საერთო ძალისხმევით სკოლაში ნამდვილი დღესასწაული მოაწყვეს. ზეიმზე მოსწავლეებმა შემოდგომის თემატიკაზე შექმნილი ლექსები, მუსიკალური და საცეკვაო ნომრები წარმოადგინეს. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, სკოლის ექსტერიერი საშემოდგომო ატრიბუტებით იყო გააფორმებული.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებლებს ლამაზი ზეიმის მოწყობისათვის.