მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
- სკოლა არის. . .
- ერთი დიდი ექსპერიმენტი, არასოდეს იცი, რა გამოვა. შეიძლება, ათასჯერ გაზომო, აწონო და მოლოდინი მაინც არ გამართლდეს ან პირიქით. სკოლა ხანდახან სახელოსნოსაც ჰგავს, სადაც შედევრებიც იქმნება. სკოლა ცხოვრებისა და დროის ანარეკლია და, თუ პათეტიკურად არ მოგეჩვენებათ, მომავლის სამჭედლოც. რასაც დავთესავთ, იმას მოვიმკით.
- ცოდნა გვანიჭებს. . .
- თავიდან ცოდნა გვმატებს თავდაჯერებულობას, თავისუფლებას. გვიჩენს უნიკალურობის შეგრძნებას. მოგვიანებით კი, რაც მეტს ვიგებთ, გვემატება სიფრთხილე, წინდახედულობა, ვსწავლობთ დუმილს...
- მომავალ თაობას სჭირდება. . .
- მომავალ თაობას, რა თქმა უნდა, სჭირდება პრაგმატიზმი, პროცესების სწრაფად, სწორად შეფასებისა და გამოსავლის პოვნის უნარი, თუმცა დღევანდელ და მომავლის მსოფლიოს, ჩემი აზრით, სენტიმენტალური და კეთილი ადამიანები უფრო სჭირდება. მხოლოდ გათვლები, მთელი ეს მშრალი ციფრები, სტატისტიკა არ მუშაობს, კაცობრიობას სითბო და მეტი სიახლოვე სჭირდება, ძალიან გავუუცხოვდით ერთმანეთს.
- როდესაც მოსწავლე ვიყავი. . .
- როდესაც მოსწავლე ვიყავი, ვსწავლობდი ყველგან და ყველასგან: ოჯახში, ეზოში, ქუჩაში... ბევრი მასწავლებელი მყავდა. ახლაც დიდი სიყვარულით ვიხსენებ ჩემი სკოლის დირექტორს. კარგი ადამიანი იყო და მონუსხული ვუსმენდი. ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი, ვინც მოგწონს, მას მეტი ინტერესით უსმენ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ემოციური კავშირი.
- დირექტორობა მეხმარება. . .
- გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, ადამიანში დამალული რესურსის დანახვაც შემიძლია. ეს კი მეხმარება მოსწავლეებისა და მასწავლებლების რესურსები სწორად გამოვიყენო სკოლის წინსვლისა და წარმატებისთვის. დირექტორობა მეხმარება ჩემი მეტი თამამი იდეა განვახორციელო.
- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ. . .
- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ, ყველაფერი დროებითია, ნებისმიერი თანამდებობა წარმავალია, ამიტომ შეეცადე, არ დაამძიმო სხვების ყოფა, არასოდეს არავის აგრძნობინო თავი მეორეხარისხოვან ადამიანად. თუ შეგიძლია, დაეხმარე და უკლებრივ ყველას გაუღიმე.
- წარმატებისთვის აუცილებელია. . .
- იცოდე, რა გინდა, სად მიდიხარ და რატომ. მკაფიო მიზანი უნდა გქონდეს, თავდაუზოგავი შრომა შეგეძლოს, საქმე ბოლომდე მიიყვანო, სხვების მოსმენა შეგეძლოს, განსხვავებულ აზრს პატივს სცემდე, შეცდომებს არ შეუშინდე, მამაცი იყო და თავდაჯერებულობაც არ გაწყენდა, ოღონდ, ზომიერად. ზედმეტი თავდაჯერებულობა საზიანოა. უმთავრესი დამავიწყდა! ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ფსიქიკის გარეშე ყველაფერი ამის მიღწევა შეუძლებელია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ელექტრონული ჟურნალი გათიშულია - 8 იანვარს შეტანილი მონაცემები არ აისახება
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მასწავლებლებისთვის! - თუ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები ჯერ არ მოგიწესრიგებიათ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლა „ორნატი“ მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს