სიახლეები
სამასწავლებლო

„მშობლებისთვისაც ძალიან კარგია ეს წამოწყება“- რას ფიქრობენ დირექტორები სკოლებში ელექტრონული ჟურნალის წარმოების დანერგვაზე
07-04-2021
-
+


როგორ აფასებენ ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას; რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას ამ პროცესში - აღნიშნულ შეკითხვებზე etaloni.ge სკოლების დირექტორების მოსაზრებებს გთავაზობთ:

ელენე ინასარიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის, წნისის საჯარო სკოლის დირექტორი:

- დადებითად ვაფასებ ელექტრონული ჟურნალის დანერგვას - საკმაოდ მარტივი და მოსახერხებელია  პედაგოგებისთვის, მთავარია, ჩვენი სოფლის პირობებში, გვქონდეს გამართული ინტერნეტკავშირი და ამ ფაქტორმა არ შეგვიშალოს ხელი, სხვა შემთხვევაში კი პოზიტიურად ვართ განწყობილნი.

ანაიდა ნახაპეტიანი, ახალციხის მუნიციპალიტეტის, სხვილისის საჯარო სკოლის დირექტორი:  

- ჩვენი მუნიციპალიტეტის სოფლებში არის რამოდენიმე სკოლა და მათ შორის ერთ-ერთი ჩვენი, სადაც ჯერჯერობით არ არის სავალდებულო ელექტრონული ჟურნალის წარმოება. თუმცა სიახლე უკვე დავნერგეთ და ორივე ჟურნალი გვაქვს, ოღონდ, მატერიალურს ვიყენებთ ყველა რეგულაციის დაცვითა და გათვალისწინებით; კარგი იქნება, ოფიციალურად, ერთ-ერთი დარჩეს პრაქტიკაში, ვინაიდან, ასე ვთქვათ მოუხერხებელია ორივეს ერთდროულად გამოყენება. უდავოდ, პოზიტიურად ვაფასებ მატერიალური ჟურნალის ელექტრონულით ჩანაცვლებას.

ბეგლარ არჯევანიძე, ქრისტინე ხარშილაძის სახელობის, საჩხერის მუნიციპალიტეტის, კორბოულის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

- ერთ-ერთი ფაქტორი, რაც, სამწუხაროდ, ძალიან გვაბრკოლებს, არის ინტერნეტი, რომელიც სოფელში  გაუმართავია, ხშირად ითიშება და თუ მოგვეწოდება, სიხშირის პრობლემაა... შესაბამისად, ეს გვიშლის ხელს ელექტრონული ჟურნალის წარმოებაში. რომ არა ეს ხარვეზი, ნამდვილად მოსახერხებელი იქნებოდა ელექტრონული ჟურნალის წარმოება.

მაკა ქავთარაძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის, ხერთვისის საჯარო სკოლის დირექტორი:

- დადებითად ვაფასებ ელექტრონული ჟურნალის დანერგვას სკოლებში, პედაგოგებმაც მარტივად შეისწავლეს წარმოება და მათთვის მოსახერხებელია ელექტრონული რესურსების გამოყენება. ვფიქრობ მშობლებისთვისაც ძალიან კარგია ეს წამოწყება, ვინაიდან მარტივად ადევნებენ თვალს  შვილების ყოველდღიურ შეფასებას.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება