მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რა არის სკოლა, რას ანიჭებს ცოდნა და რას სჭირდება მომავალ თაობას; რაში ეხმარება დირექტორობა და რას ახსენებს საკუთარ თავს ყველაზე ხშირდა - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge -სთან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის N3 საჯარო სკოლის დირექტორმა მირანდა წურწუმიამ ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა:
- სკოლა არის...
- ადგილი სადაც მუდამ სიყვარულია, სიწმინდეა, მოლოდინია, იმედია.
- ცოდნა გვანიჭებს...
- უდიდეს ძალას, სიამოვნებას. მაშინ ბერდები როცა სწავლაზე უარს ამბობ.
- მომავალ თაობას სჭირდება...
- ჩამოვუყალიბოთ სწავლის სიყვარული, რათა მათი ცხოვრებისეული მიზნები იყოს ღირებული და მრავალფეროვანი.
- როდესაც მოსწავლე ვიყავი...
- ბევრს ვცდილობდი, მეტი შემეძლო გამეკეთებინა, მაგრამ როგორც ყველა მოსწავლეს სჩვევია ალბათ ვიზარმაცე.
- დირექტორობა მეხმარება...
- მუდამ ვიყო პასუხისმგებლობის, გამოწვევებისთვის მზად. ვიურთიერთო სხვადასხვა ასაკის ადამიანებთან ,რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...
- თანამდებობა და ზოგადად ყველაფერი წარმავალია. უმთავრესი ადამიანური ურთიერთობები, ღირებულებები.
- წარმატებისთვის აუცილებელია...
- დაუღალავი და მიზანმიმართული შრომა. წარმატება შრომის შედეგია, იღბალი - შემთხვევითობაა მაგრამ ეს ყოველთვის არ ამართლებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.