სიახლეები
პიროვნება

„ბევრი რამ ვისწავლეთ, უფრო მობილიზებულები ვართ“ - ლალი სიჭინავა, ცხემლისხიდის საჯარო სკოლის დირექტორი
07-04-2021
-
+


როგორ აფასებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას და ონლაინ-სწავლებასრას ფიქრობს ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე, რას ურჩევდა აბიტურიენტებს  - აღნიშნულ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ცხემლისხიდის საჯარო სკოლის დირექტორის, ლალი სიჭინავას მოსაზრებას გთავაზობთ:

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?

- ვფიქრობ, ჯერ საკმაოდ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი თვითონ სკოლაშიც, რათა მოემზადოს ამ ინიციატივისთვის. რამდენიმე წელი „კატის“ გამოცდები იყო, მერე გაუქმდა, ბავშვები ორიენტირებულნი იყვნენ სამ გამოცდაზე... ბევრი ნიუანსია, მაგრამ სკოლისთვის კარგი იქნება. ამ ინიციატივით გაიზრდება სკოლის როლი და ავტორიტეტი. სკოლაში მოიმატებს სწავლა-განათლების ხარისხი და მეტად სასურველი გახდება.

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

- აბიტურიენტებმა პროფესიის არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რაც თვითონ უნდათ და არა - სხვას. მათი არჩევანი უნდა ეყრდნობოდეს, თუ სად ფიქრობენ თავის რეალიზებას და მომავალს. რა უყვართ, რა მოსწონთ... - ძალიან მნიშვნელოვანია, პროფესია უყვარდეთ, რათა მათ განვითარებას შეეწყოს ხელი. დრო მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენონ სკოლაში სიარულით, მეცადინეობით და რა თქმა უნდა, ყველას ვუსურვებ წარმატებას.

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში.

- ჩვენ ელექტრონულ ჟურნალში მუშაობა არ გაგვჭირვებია; მატერიალურ ჟურნალსაც იურიდიული დატვირთვა აქვს, შესაბამისად, ორივეს ვიყენებთ. კარგია, რომ ერთი კვირა გვაქვს შესავსებად და იმავე დღეს არ იხურება ბაზა. ფაქტობრივად, პანდემიის პერიოდში ბევრი რამ ვისწავლეთ, მობილიზებულები ვართ, ცუდთან ერთად, კარგიც ბევრი გვქონდა. ტექნიკასთან ასე ურთიერთობით ბევრი რამ ვისწავლეთ. 

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?

- სხვა დირექტორებს ვუსურვებ გამძლეობას, რთულია, მაგრამ რას ვიზამთ. რეგულაციებს, წესებს  ვითვალისწინებთ და ეს იმდენად გადავიდა ჩვენს ყოველდღიურობაში, ფაქტობრივად, სხვაგვარად, ყოფნა ვეღარც წარმოგვიდგენია. ყველას გამძლეობას, წარმატებასა და ჯანმრთელობას ვუსურვებ!


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება