სიახლეები
პიროვნება

„სკოლამ თანამედროვე გამოწვევებს აუცილებლად უნდა აუწყოს ფეხი“- რას ფიქრობენ დირექტორები სკოლებში ელექტრონული ჟურნალის წარმოების დანერგვაზე
08-04-2021
-
+


როგორ აფასებენ ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას; რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას ამ პროცესში - აღნიშნულ შეკითხვებზე etaloni.ge სკოლების დირექტორების მოსაზრებებს გთავაზობთ:

ჰამბარცუმ მურადიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ღადოლარის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ელექტრონული ჟურნალის სკოლებში დამკვიდრების ინიციატივას დადებითად ვაფასებ - ზოგადად, ტექნოლოგიური სიახლეები ძალიან კარგია და პედაგოგებმაც მალევე აუღეს ალღო. მასწავლებლები, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებს ფლობენ, პრობლემა არ ყოფილა ელექტრონულ ჟურნალში მუშაობა, თუმცა პედაგოგების ნაწილს გაუჭირდა, არის ტექნიკური ხარვეზებიც და კითხვებიც, რომლებიც, იმედია, აღმოიფხვრება.

დერენიკ აკოპიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ბუზავეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩვენს სკოლაში ელექტრონული ჟურნალი უკვე დავნერგეთ, პედაგოგებიც უპრობლემოდ მუშაობენ და ძალიან მოგვწონს, რადგან ელექტრონული პლატფორმის გამოყენება ბევრად კომფორტულია. ასე რომ, ინიციატივა ძალინ მოგვწონს და ვემხრობით, ელექტრონული ჟურნალის დანერგვას საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

არევიკ ქოჩოიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ბურნაშეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

- მატერიალურ ჟურნალზე მეტად, ელექტრონული რესურსი მოგვწონს, რადგან არა მხოლოდ მასწავლებელი, მშობელიც საქმის კურსშია და აკონტროლებს შვილის აკადემიურ მოსწრებას. პედაგოგებიც უპრობლემოდ აწარმოებენ ჟურნალს და რა თქმა უნდა, მივესალმები ინიციატივას, რომელიც სკოლებში ელექტრონული ჟურნალის საბოლოოდ დამკვიდრებას გულისხმობს.

სურენ აკოპიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, დადეშის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ელექტრონულ ჟურნალს ჩვენს სკოლაში უკვე ვაწარმოებთ და ძალინ მოგვწონს. ზოგადად მიმაჩნია, რომ სკოლამ თანამედროვე გამოწვევებს აუცილებლად უნდა აუწყოს ფეხი; ინიციატივას მივესალმებით და ვემხრობით, მატერიალური ჟურნალი საბოლოოდ ელექტრონული რესურსით შეიცვალოს.

 თათევოს პალიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ბუღაშენის საჯარო სკოლის დირექტორი:

- საწყის ეტაპზე, როდესაც ელექტრონული ჟურნალის წარმოება დავიწყეთ, იყო ხარვეზები, ბევრი რამ არ ვიცოდით - თუნდაც ქულის ჩაწერა, მაგრამ ახლა პედაგოგებიც მიეჩვივნენ, გამოცდილებაც შეიძინეს და ვფიქრობ, სირთულეები აღარ იქნება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება