მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ჭაბუკიანის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად, რა თქმა უნდა, არსებული რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. კოვიდ-პანდემიის ფონზე კი სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდას.
ჭაბუკიანის საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ლევან კობერიძე მუდმივად ზრუნავს ბავშვების ფიზიკურ განვითარებაზე და მათ სხვადასხვა სპორტულ-შემეცნებით ღონისძიებაშიც რთავს.
ახლახან, ერთ-ერთი ასეთი აქტივობა ჩატარდა, რომელშიც სსსმ მოსწავლეებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები და ეს თავისი საქმის ერთგული პედაგოგის კიდევ ერთი დამსახურებაა, ერთი კი დასანანია - სასკოლო საზოგადოება იძულებულია, ღონისძიებები სოფლის სტადიონზე ჩაატაროს, რადგან სკოლის ღია სპორტულ მოედანზე შეუძლებელია თამაში.
„იმედია სკოლასაც მალე ექნება მოწესრიგებული სპორტული მოედანი“, - აღნიშნავს სპორტის ახალგაზრდა მასწავლებელი ლევან კობერიძე და თითოეულ მოსწავლეს წარმატებას უსურვებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა