სიახლეები
პიროვნება

„ჩვენ, მასწავლებლებმა, უკეთ ვიცით, რა ცოდნა აქვს მოსწავლეს“ - დავით ხურციძე, ქვედა გორას საჯარო სკოლის დირექტორი
07-04-2021
-
+


როგორ აფასებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას და ონლაინ სწავლებასრას ფიქრობს ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზერას ურჩევდა აბიტურიენტებს  - აღნიშნულ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ვანის მუნიციპალიტეტის, ქვედა გორას საჯარო სკოლის დირექტორის, დავით ხურციძის  მოსაზრებას გთავაზობთ:

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?

- დიახ, მივესალმები ამ ინიციატივას, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ჩვენ, მასწავლებლებმა, უკეთ ვიცით, რა ცოდნა აქვს მოსწავლეს, ამიტომ ეს რეკომენდაციები უფრო კარგი იქნება, ვიდრე გამოცდებზე ლატარიასავით გასვლა. 

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

- ყურადღება, უპირველესად, ტექნოლოგიებს უნდა მიაქციონ, რადგან თანდათან ყველაფერი ვითარდება. დრო მაქსიმალურად გამოიყენონ და საკუთარ თავზე იმუშაონ. 

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში.

- ელექტრონული ჟურნალი არც მთლად სასიკეთოა, მაშინ სკოლა უნდა იყოს ტექნოლოგიურად აღჭურვილი და ტექნოლოგიურად გამართული. ზოგ პედაგოგს არ აქვს საშუალება, ინტერნეტი და ტექნიკა ჰქონდეს სახლში.

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა-დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?

- დირექტორებს ვუსურვებ გამძლეობას, ყველაფერს საუკეთესოს, რაც უკეთესი იქნება ჩვენი მომავალი თაობისთვის


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

ლაპარაკობენ, აღზრდა არ იყო სკოლის ნაწილი და აღზრდისთვის დაგვჭირდება დამატებითი პროექტების განხორციელება...

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება