მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დიდგორის ბრძოლის 900 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საგანმანათლებლო პროექტი „ჩემი დიდგორი“ განახორციელეს. მათ პედაგოგი დალი ყიფიანი ხელმძღვანელობდა.
„წელს სრულიად საქართველო „დიდგორის ბრძოლის“ 900 წლის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. დიდგორის ველზე გამართულ ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მემატიანეებმა ამ ბრძოლას „ძლევაი საკვირველი“ უწოდეს.
ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ამ ბრწყინვალე თარიღთან დაკავშირებით განახორციელეს საგამოფენო –საგანმანათლებლო პროექტი „ჩემი დიდგორი“ დალი ყიფიანის ხელმძღვანელობით. მათი თითოეული ნახატი უკავშირდება ჩვენს წარსულს, დიდგორის ველზე მოპოვებულ ბრწყინვალე გამარჯვებას.
მოსწავლეებმა თავისი ფანტაზიითა და განსხვავებული ტექნიკით საკუთარი ემოციები და შთაბეჭდილებები ნახატის სახით გადმოგვცეს და გაგვიზიარეს“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება