მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
3 აპრილს პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებლის ნესტან მიქაძის ორგანიზებით, „თიმსის“ პლატფორმაზე, ჩატარდა მოსწავლეთა ონლაინ კონფერენცია. კონფერენციის თემა გახლდათ „მზის სემიოტიკა“.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ წალკის N1 და ხარებას საჯარო სკოლების მოსწავლეები. მოსწავლეებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს ისეთი თემები, როგორიცაა „მზის სემიოტიკა მათემატიკაში“, „მზის სინათლე ხელოვნებაში“, „მზე ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში“, მზის და მთვარის დაბნელება“, „ხის სიმაღლის განსაზღვრა ბრტყელი სარკის საშუალებით“ და ა.შ.
კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეთა დამოუკიდებლად მუშაობისა და ნაშრომის საჯაროდ პრეზენტაციის უნარების განვითარება, არჩეული თემის ირგვლის ღრმა თეორიული ცოდნის შეძენა და ფიზიკის ინტეგრაცია სხვადასხვა საგნობრივ დისციპლინებთან.
კონფერენციის ბოლოს წინასწარ შერჩეულმა ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოსწავლეები გამოავლინა. გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი