სიახლეები
სკოლები

„სკოლა ჩემი ფიქრია“-თებრონე სულაძე, ნინიგორის საჯარო სკოლის დირექტორი
08-04-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ დაახასიათებდა 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლის დირექტორის თებრონე სულაძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ. 

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა. . . 
 - „სკოლა ჩემი ფიქრია“ ამ ფრაზით დავიწყებ, რადგან სკოლის დირექტორობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში ადამიანური ღირებულებების დაფასება, ურთიერთპატივისცემა და ერთმანეთის გამხნევება გვმართებს, მითუმეტეს, როცა ქვეყანაში პანდემიაა უნდა შევეცადოთ ოპტიმიზმით მიუდგეთ ყველა გამოწვევას არ უნდა დავითრგუნოთ ჩვენ ხომ მაგალითს მომავალ თაობას ვაძლევთ და დავამკვიდროთ ფრაზა - „ყველაფერი კარგად იქნება“.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . .    
- სიახლეების მიმღებლობა მნიშვნელოვანია, ონლაინ სწავლებას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, თუმცა 21-ე საუკუნის მოსწავლისთვის აუცილებელია ტექნოლოგიების ფლობა,რათა  სკოლის დამთავრების შემდეგ  პიროვნებამ მიიღოს სრულფასოვანი განათლება  და პროფესიის შესაბამისად დასაქმდეს.
   
- 2020 წელს დავახასიათებდი. . . 
- 2020 წელს მსოფლიო პანდემიის გავრცელების უმძიმესი წელია, როცა ადამიანები შეშფოთებულები იყვნენ და სახლში ჩაკეტვის სიმძიმე განიცადეს, როცა მიხვდნენ რაოდენ ღირებულია ადამიანური ურთიერთობები.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . .
- მინდა ავღნიშნო, რომ ნინიგორის საჯარო სკოლაში ურთიერთპატივისცემის და თანამშრომლობითი გარემოა, რაც ხელს უწყობს სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, მასწავლებლებისგან მისასალმებელია პასუხისმგებლიანობა, მოსწავლეების მიმართ სიყვარული და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა. მიყვარს ჩემი პროფესია, მოსწავლეების სიყვარულია რაც შთაგონებას მაძლევს, დღევანდელი მოსწავლეს მხოლოდ წიგნში მოცემული მასალით ვერ დააინტერესებ, მრავალმხრივი ნიჭი და რესურსია მათში, სკოლის დანიშნულებაა აღმოაჩინოს თითოეულ მოსწავლეში ჩადებული ნიჭი და განვითარების გზა აჩვენოს.  

- მშობლებს ვურჩევდი. . .
- მშობელთა ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სკოლას აქვს სხვადასხვა გზა მშობლებთან ურთიერთობის, თუ რამე პრობლემაა წამოიჭრება ერთად ვაგვარებთ.
   
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . .
- ნინიგორის საჯარო სკოლის შენობას ლაგოდეხის მერის ბატონ ჯონდო მდივნიშვილის მხარდაჭერით და მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით სრული რეაბილიტაცია უტარდება, ჩემი დიდი სურვილია ამ ახალ სკოლაში ვიხილო მოსწავლეები, რომელთაც ოცნებად აქვთ  გადაქცეული მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და სპორტ დარბაზში ჩატარებული სპორტის გაკვეთილი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება