მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
1937 წლის რეპრესიებიდან 80 წელი გავიდა.
ამ თარიღთან დაკავშირებით, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მოწყობილ გამოფენას („რეპრესიები საქართველოში“) ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ისტორიის მოყვარულთა და სამოქალაქო განათლების კლუბის წევრი მოსწავლეები ესტუმრნენ.
მათ დაათვალიერეს ფოტომასალა, გაეცნენ წერილობით დოკუმენტებსა და მემორალურ ნივთებს.
როგორც შემეცნებით ექსკურსიის ხელმძღვანელი, კლუბის კურატორი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ფიქრია გიორხელიძე აღნიშნავს, მოსწავლეებს წარმოდგენა შეექმნათ 1920-1930-იან წლებში საქართველოში გატარებული რეპრესიების მასშტაბსა და შინაარსზე:
„მოსწავლეებმა ჩაწერეს მოკლე პრეზენტაციები და მოამზადეს ვიდეო რგოლი. დღე კიდევ უფრო შინაარსიანი გახდა სიმონ ჯანაშიას ეროვნული მუზეუმის დათვალიერების შემდეგ.“
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება