სიახლეები
სიახლეები

თუ შეუძლია თქვენი შედეგის ნახვა სხვას? - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს პასუხობს
08-04-2021
-
+



შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებთან შეხვედრას და შესაბამისად, მათ კითხვებზე პასუხების გაცემას აგრძელებს. საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებმა ამჯერად, ვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორისა და ძველი თბილისის რაიონების სკოლების მეთორმეტე კლასის მოსწავლეების კითხვებს უპასუხეს.

გთავაზობთ, აქტუალურ საკითხებზე კითხვა-პასუხს:

იმ პროგრამებზე, რომლებზეც შემოქმედებითი ტურია ჩასაბარებელი, ქართულისა და უცხოური ენის გარდა კიდევ რა უნდა ჩააბაროს აბიტურიენტმა?

სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად შემოქმედებით ტურთან ერთად აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს: ქართული ენა და ლიტერატურა და უცხოური ენა. სტუდენტებისათვის გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა.  შესაბამისად, სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო პროგრამებზე დაფინანსების მოპოვებისათვის აბიტურიენტს შეუძლია კიდევ ერთი საგანი (ისტორია/მათემატიკა) ჩააბაროს.

იმ შემთხვევაში, თუ შემოქმედებითი ტურის არჩევა დამავიწყდა და არ მოვნიშნე რეგისტრაციის დროს, აქვს თუ არა აზრი, რომ ჩავაბარო და თუ წარმატებით ჩავაბარე, განიხილავს თუ არა ცენტრი შედეგს?

თუ თქვენ არ აირჩევთ რეგისტრაციის დროს შემოქმედებით ტურს, უმაღლესი სასწავლებელი არ მოგცემთ ამ ტურზე გასვლის საშუალებას, შესაბამისად, პროგრამაზე, რომელიც ითხოვს შემოქმედებითი ტურის შედეგს, თქვენ ვერ ჩაირიცხებით.

უცხოური ენის მოსმენის დავალების დროს რას გვირჩევთ, პარალელურად, ნაწილ-ნაწილ დავწეროთ პასუხები, თუ მთლიანად მოვუსმინოთ და შემდეგ?

პასუხები უნდა დაწეროთ მოსმენის პარალელურად. ეკრანზე, ტესტში თქვენ დაინახავთ შეკითხვებს იმ ტექსტთან დაკავშირებით, რაც გესმით. ცხადია,  ეს ორი რამ, მოსმენა და პასუხების მონიშვნა ერთდროულად უნდა გააკეთოთ. გთხოვთ ივარჯიშოთ იმ მოსმენის დავალებების შესრულებაზე, რომლებიც კრებულშია გამოქვეყნებული. გთხოვთ ასევე ივარჯიშოთ ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შარშანდელ ტესტებზე.

გამოცდაზე კალამი შეგვიძლია მოვიტანოთ, თუ დაგხვდება?

სექტორში კალამი დაგხვდებათ. სურვილის შემთხვევაში კი, გამოსაცდელს საშუალება აქვს მოიტანოს საკუთარი კალამი შემდეგი პარამეტრებით - შავი, ტუშის (გელიანი), (0,5-0,7 მმ.) ბურთულიანი წვერით.

სხვა პირს თუ შეუძლია ჩემი შედეგის ნახვა?

ნუ გაანდობთ სხვას პირად მონაცემებს, მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ამ მონაცემების დაცულობაზე. თერთმეტნიშნა პირადი ნომრის, ხუთნიშნა კოდისა და საგამოცდო ბარათზე დატანილი ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომრის გარეშე შედეგის ნახვა შეუძლებელია.

არ მაქვს პასპორტი და პირადობის მოწმობა და ბინადრობის მოწმობით თუ დავიშვები გამოცდაზე?

დიახ, გამოცდაზე დაიშვებით ბინადრობის მოწმობით ან იუსტიციის სახლის მიერ გაცემული ცნობით (ფორმა N1) იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ არც პირადობის მოწმობა და არც პასპორტი.

თბილისში ვცხოვრობ და თუ შემიძლია საგამოცდო ქალაქად ბათუმი მოვნიშნო? და ასევე მაინტერესებს, როდემდე მაქვს უფლება შევცვალო ქალაქი?

ყველა გამოსაცდელს აქვს უფლება სურვილის შესაბამისად შეარჩიოს საგამოცდო ქალაქი. მისი შეცვლა 31 მარტის 18:00 საათამდე იყო შესაძლებელი. ამ ეტაპზე აბიტურიენტებს მხოლოდ გამოცდის ენისა და საგნის წაშლის ან დამატების უფლება აქვთ 15 აპრილის 18:00 საათამდე. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი როგორც იცით, მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის ჩათვლით ეძლევათ.  

რამდენი აბიტურიენტი დარეგისტრირდა 2021 წლის გამოცდებისათვის?

2021 წლის გამოცდებისათვის 38300-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება