სიახლეები
პიროვნება

„სკოლაში იქმნება ქვეყნის მომავალი“-  ეკატერინე კაცაძე, ნაესაკოვოს საჯარო სკოლის დირექტორი
08-04-2021
-
+


რა არის სკოლა, რას ანიჭებს ცოდნა და რას სჭირდება მომავალ თაობას; რაში ეხმარება დირექტორობა და რას ახსენებს საკუთარ თავს ყველაზე ხშირად  - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლის დირექტორის ეკატერინე კაცაძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- სკოლა არის. . .
- მოსწავლის მეორე სახლი მომდევნო 12 წლის განმავლობაში. ადგილი, სადაც მოსწავლეები სწავლობენ ურთიერთობებს, იძენენ ცოდნას, ყალიბდებიან პიროვნებებად. აქ იქმნება ქვეყნის მომავალი.

- ცოდნა გვანიჭებს. . .
- ძალას ვირწმუნოთ საკუთარი შესაძლებლობები და ვიმოქმედოთ უფრო გაბედულად. ავიხდინოთ ოცნებები, გვაძლევს საფუძველს წინსვლისთვის.

- მომავალ თაობას სჭირდება. . .
- მაღალი ხარისხის განათლება, კონკურენტუნარიანი და თავისუფალი გარემო, მიზანდასახულობა და მიღებული განათლების შესაბამისად გამოყენება.

- როდესაც მოსწავლე ვიყავი. . .
- ხშირად ვფიქრობდი მომავალზე, ვინ უნდა გამოვსულიყავი, შევძლებდი თუ არა საკუთარი თავის რეალიზებას. ყოველთვის მსურდა მცოდნოდა უცხო ენები და ბევრი მემოგზაურა რაც ნაწილობრივ ავისრულე.

- დირექტორობა მეხმარება. . .
- შევქმნა ისეთი გარემო, სადაც კომფორტულად იგრძნობენ თავს როგორც მოსწავლეები ისე მასწავლებლები, რათა სწავლებაც და სწავლაც იყოს ხარისხიანი და ეფექტური.

-საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ. . .
- რომ ერთ დროს მეც ამ მოსწავლეების ტოლი ვიყავი და რომ ახლა რადიკალურად სხვა რეალობაა, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინო.

-წარმატებისთვის აუცილებელია. . .
-მიზანდასახულობა, თავდაუზოგავი შრომა და თვითგანვითარებაზე ზრუნვა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება