სიახლეები
სიახლეები

„სკოლებისა და ბაღების დაკეტვის შესაძლებლობას არსებული მონაცემები არ გვაძლევს“ - განმარტება, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში გაკეთდა
08-04-2021
-
+


საქართველო კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის მოლოდინშია - ყოველ შემთვევაში, მსგავსი გაფრთხილებები ყოველდღიურად გვესმის და ბუნებრივია, ასევე ყოველდღიურად ჩნდება კითხვა, კვლავ დადგება თუ არა სკოლებისა თუ ბაღების დახურვის საკითხი.

განიხილება თუ არა ბაღებისა და დაწყებითი კლასების კვლავ დახურვა? - კითხვას პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე უპასუხა:

„მესამე ტალღის მოლოდინი და პროგნოზირება იოლია ჩვენთვის, რადგან გვაქვს მაგალითი, როგორ შეიცვალა საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა 2020 წლიდან. არსებობს გარკვეული ზღვარი, რომლის გადალახვა შეგვიძლია განვიხილოთ როგორც მესამე ტალღის წინა პერიოდი. თუ რაოდენობა იქნება მზარდი, გარკვეულწილად, შეიძლება მესამე ტალღის პროგნოზირება.

ბავშვებში კოვიდინფიცირების სტატისტიკა სინქრონულია მოზრდილთა სტატისტიკის და ეს გახლავთ 10%, თუმცა ამას ჯერჯერობით არ გამოუწვევია სტაციონარებში მიმართვიანობის ზრდა ან მძიმე შემთხვევების მატება.

რაც შეეხება ბაღებისა და სკოლების ჩაკეტვას, ამაზე საუბარი მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი გვექნება 2-3-ჯერ, მეტი ვიდრე დღეს. არსებული მონაცემები კი არ გვაძლევს შესაძლებლობას, დავკეტოთ სკოლები და ბაღები“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება