სიახლეები
პიროვნება

„დადებითად შევაფასებ, რომ სკოლის ქულები განსაზღვრავდეს უნივერსიტეტში ჩარიცხვას“ - არბოშიკის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ჭიღიტაშვილი​
08-04-2021
-
+


პანდემიის პირობებში მუშაობა და სკოლებში დაგეგმილი სიახლეები - აქტუალურ საკითხებზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის არბოშიკის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ჭიღიტაშვილი საკუთარ მოსაზრებებს etaloni.ge-ის მკითხველსა და საკუთარ კოლეგებს უზიარებს. 

მანანა ჭიღიტაშვილი სასკოლო საზოგადოებას მხარდაჭერას უცხადებს და მადლობას უხდის თითოეულ პედაგოგს, მშობელს, მოსწავლეს რეგულაციების დაცვისთვის. 

როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?

ეს იმდენად სერიოზული თემაა, ასე ხისტად შეფასება გამიჭირდება, ამას დრო სჭირდება. ცუდი არ იქნება, მაგრამ, როდესაც „კატის“ გამოცდები გაუქმდა, რვა საგამოცდო საგანში მოსწავლეთა მოტივაცია ნამდვილად დაეცა, ეს გამოცდა გარკვეულწილად მათ მოტივაციას სწევდა მაღლა. მე დადებითად შევაფასებ, რომ სკოლის ქულები  განსაზღვრავდეს უნივერსიტეტში ჩარიცხვას. ამ მიმართულებით სკოლაში მოსწავლეთა მოტივაცია ამაღლდება.

რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

აბიტურიენტებს ვურჩევდი აუცილებლად მიაქციონ ყურადღება ბაზრის დაკვეთას. მატერიალური სარგებელი მიიღონ პროფესიიდან, რასაც დაეუფლებიან. მოერგონ ქვეყნის ეკონომიკას და გაუწიონ ანგარიში მოთხოვნას. დააკვირდნენ - რა პროფესიაა მოთხოვნადი, რომ მომავალ ცხოვრებაში არ მოუწიოთ არჩევანის ცვლილება. ძალიან ბევრი ადამიანი იძულებულია, შეიცვალოს პროფესია. მაგალითად, ძალიან ბევრ არაპედაგოგს უნდა სკოლაში შემოსვლა. ამიტომ, გამოცდებამდე დარჩენილი დრო გამოიყენონ მაქსიმალურად, ცოდნას გაუკეთონ მობილიზება და სისტემატიზაცია. 

როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას ? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში.

ნამდვილად კარგია ელექტრონული ჟურნალი. მაგალითად, ჩვენი ახლომდებარე სკოლა დაიწვა და შესაბამისად, განადგურდა მატერიალური ჟურნალიც. ბევრი ადამიანი, რომელიც ატესტატის ხელმეორედ აღებას ცდილობს, ფაქტობრივად მოჭრილი აქვს გზა. ამიტომ ელექტრონული ჟურნალი ამისგან გიცავს და უფრო პრიორიტეტულია. ჩემი პედაგოგები მატერიალურ ჟურნალთანაც მუშაობენ და ელექტრონულთანაც. 

რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?

იმდენი გამოწვევების წინაშე დავდექით ამ პანდემიის და დისტანციური სწავლებისას, რაც ჩვენს პრაქტიკაში და გამოცდილებაში აქამდე არ იყო. იმდენი ფიქრი, განსჯა, პრობლემა დაგროვდა ამ პერიოდში, მაგრამ სამინისტროს, ადგილობრივი რესურსცენტრისა და ადამიანური მხარში დგომით, შევძელით ამ გამოწვევების დაძლევა. მადლობა თითოეულ პედაგოგს, მშობელს, მოსწავლეს, გაგებით მოეკიდნენ რომ საკუთარ თავებსაც და გარშემომყოფებსაც უფრთხილდებიან და იმ რეგულაციებს, დირექტივასავით კი არა, არამედ გაცნობიერებულად იცავენ, რომ ეს გადარჩენისთვის აუცილებელია. ამიტომ ყველას ვუცხადებ მხარდაჭერას!

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება