სიახლეები
პიროვნება

„ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს სწავლა-განათლების მიღებისათვის თანაბარი სასტარტო პირობები“-საჩხეურის საჯარო სკოლის დირექტორი გოჩა ძნელაძე
09-04-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ დაახასიათებდა 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საჩხეურის საჯარო სკოლის დირექტორის, გოჩა ძნელაძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ: 

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა. . . 
- რომ ყველაზე მთავარი ჯანმრთელობაა და ადამიანთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყველა დანარჩენ საქმეზე პრიორიტეტულია.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . . 
რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ფლობის უნარ-ჩვევების გარეშე სწავლება სრულყოფილი და სრულფასოვანი ვერ იქნება.

- 2020 წელს დავახასიათებდი. . . 
- როგორც უჩვეულოდ მძიმესა და დაძაბულს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ პანდემიამ ბევრ ისეთ რამეზე აგვიხილა თვალი, რასაც მანამდე ყურადღებას არ ვაქცევდით.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . . 
- რომ მათი უმრავლესობა ახერხებს შეეგუოს ახალ რეალობას და ცდილობს ონლაინ რეჟიმში მიმდინარე სასწავლო პროცესი საინტერესოდ წარმართოს.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . . 
- რომ ბევრმა მათგანმა ონლაინ სწავლების ფორმატში მუშაობის კარგი უნარ-ჩვევები გამოავლინა.

- მშობლებს ვურჩევდი. . . 
- რომ მოარიდონ შვილები სტრესულ გარემოს და შეძლებისდაგვარად აკონტროლონ თავიანთი შვილების ჩართულობის დოზა სოციალურ ქსელებში.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . . 
- რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს სწავლა-განათლების მიღებისათვის თანაბარი სასტარტო პირობები.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება