TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „დედამიწის საათი“ აღნიშნეს
09-04-2021
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები „დედამიწის საათის“ აღნიშვნას შეუერთდნენ. მოსწავლეებმა ამ დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიუძღვნეს.

„ბუნებრივი სისტემები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთელი ჩვენი მომავლისთვის - და მაინც, გლობალურად ბუნების დაკარგვის ტემპი ბოლო 50 წლის განმავლობაში კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტოა.

ბუნება არამარტო გვაწვდის საკვებს, წყალს, სუფთა ჰაერსა და სხვა რესურსებს, ის ასევე არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოკავშირე კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში. ბუნების დაცვა არის კლიმატის კრიზისის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, დაუყოვნებელი და ხარჯთეფექტური გამოსავალი.

„დედამიწის საათის“ მიზანია ცნობიერების ამაღლება და გლობალური დებატების სტიმულირება ბუნების დაცვის შესახებ, არა მხოლოდ კლიმატის კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში, არამედ საკუთარი ჯანმრთელობის, ბედნიერების, კეთილდღეობისა და გადარჩენისთვისაც კი.

დედამიწის საათი (World Earth Hour) – პლანეტის დასაცავი ყოველწლიური ღონისძიება, რომელსაც მთელი მსოფლიო უერთდება.

ღონისძიება, სახელად „დედამიწის საათი“, მსოფლიოში ყოველწლიურად მარტში ტარდება. მისი ორგანიზატორია WWF (World Wildlife Fund) – ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი. WWF – World Wildlife Fund ბუნების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1961 წელს დაარსდა. ორგანიზაციის ლოგოზე დათვი პანდაა გამოსახული. ორგანიზაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების დაცვა და ადამიანის გავლენის შემცირება ჩვენს გარემოზე.
ჩვეულებრივი მოქალაქეები, საზოგადოებები თუ ბიზნეს-დაწესებულებები სურვილისამებრ ერთვებიან ამ ღონისძიებაში, რაც ერთი საათის განმავლობაში სინათლის გათიშვას ითვალისწინებს. ეს ქმედება სიმბოლურად ასახავს მათ ერთგულებას დედამიწისადმი.
„დედამიწის საათი“ პირველად 2007 წელს, ავსტრალიაში, სიდნეიში გაიმართა. მოგვიანებით, მასში მსოფლიოს 7 000 ქალაქი ჩაერთო და 5 წელიწადზე მეტია ის საქართველოშიც აღინიშნება.

27 მარტს, ადგილობრივი დროით 20:30-დან 21:30 აღინიშნა საქართველოში „დედამიწის საათი“.
ერთი საათით მასობრივი ელექტრო ენერგიის გამორთვა ზოგავს ძალიან  დიდ ელექტროობას, ასევენებს ბუნებას და ხელს უშლის კლიმატის ცვლილებას.
უნდა გვახსოვდეს, რომ პატარა აქტივობების განხორციელებით შეგვიძლია დიდი გავლენის მოხდენა ბუნების სასარგებლოდ.

რა თქმა უნდა, ჩვენც შევუერთდით წლევანდელ „დედამიწის საათს“. ტრენერმა (დეა თავართქილაძე) ისაუბრა დედამიწის საათის ისტორიასა და მნიშვნელობაზე. ეკოკლუბმა #თქვი_უარი გამოწვევა გააკეთა რომელიც ითვალისწინებდა ერთი კვირით 1 საათის განმავლობაში უარის თქმას ელექტრო მოწყობილობებზე (ტელეფონი, კომპიუტერი, ტელევიზორი...) ასევე რადგანაც პანდემიაა ეკოკლუბმა გადაწყვიტა ონლაინაც განეხორციელებინა აქტივობა. #გაასუფთავე_ზედმეტი_მასალა აქტივობა ითვალისწინებდა ელექტრო მოეწობილობებიდან იმ მასალებისა და აპლიკაციების წაშლას, რომელსაც არ იყენებდნენ და ელექტრო ენერგიას ტყუილად ხარჯავდა. ბოლოს კი #შემოგვიერთდი_დედამიწის_გულისთვის ეკოკლუბისა და ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთად გამორთეს 27 მარტს სახლებში 1 საათით ელექტრო ენერგია.
იმოქმედე ახლა! ჩააქრე! - #დედამიწისგულისთვის

„სტაბილური კლიმატი ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გავერთიანდეთ ბუნების დაკარგვის პროცესის შესაჩერებლად. დავიცვათ ბუნება, რომელიც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ჩვენი უდიდესი მოკავშირეა და მნიშვნელოვანია ჩვენი არსებობისა და კეთილდღეობისათვის," – ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაცია CENN -ის წარმომადგენლები“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება