მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვარდისუბნის საჯარო სკოლის V-VI-VII კლასის მოსწავლეებმა მშობელთა კომიტეტმა და პედაგოგებმა სასწავლო შემეცნებითი ექსკურსია მოაწყვეს.
ექსკურსიის ორგანიზატორები იყვნენ კლასის ხელმძღვანელი ელიზა კირვალიძე, ლია ღარიბაშვილი და ქართული ენა და ლიტერატურის პედაგოგი თეა ფოფხაძე.
ექსკურსის მარშრუტი - საქობო წიწამური - საგურამო მთაწმინდა - საქობო.
საგურამოში მასწავლებელმა თეა ფოფხაძემ ილიას სახლ-მუზეუმში ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში თემაზე - ,,ჩავწვდეთ ილიას ფიქრებს“ განახორციელა.
როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მოსწავლეები ღია გაკვეთილში დიდი ინტერესით ჩაერთვნენ:
„მოსწავლეები ღია გაკვეთილში დიდი ინტერესით ჩაერთვნენ, სახლ-მუზეუმის ეზოში გაიშალნენ ქვის მაგიდებთან, სამასწლოვან კაკლის ძირში და ინდივიდუალურად დაიწყეს წერა. ეზოშივე მოხდა ნამუშევრების პრეზენტაცია, ნამუშევრები შეაფასეს როგორც პედაგოგებმა, ისე მშობლებმა.
მოსწავლეებმა დიდი პატივისცემა და სიყვარული გამოხატეს სამშობლოსათვის თავდადებულ, პატრიოტ მწერალ ილია ჭავჭავაძისადმი და 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით ყვავილებით შეამკეს მისი საფლავი.
ექსკურსია ძალიან შთამბეჭდავი და საინტერესო იყო როგორც მოსწავლეებისათვის, ისე მშობლებისათვის. “
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ელექტრონული ჟურნალი გათიშულია - 8 იანვარს შეტანილი მონაცემები არ აისახება
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მასწავლებლებისთვის! - თუ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები ჯერ არ მოგიწესრიგებიათ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლა „ორნატი“ მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს