მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის N1 საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ისტორიის წამყვანმა პედაგოგმა - მარეხ წერედიანმა ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მოსწავლეებს ფოტო და დოკუმენტური მასალა წარუდგინა და მათ კითხვებსაც უპასუხა.
„განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია დოკუმენტურმა ფილმმა, რომელმაც მძიმე დღის კადრები გააცოცხლა“, -აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა.
1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიამ დაარბია. შეტაკების შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით მოქალაქე კი დაუდგენელი გაზით მოიწამლა.
2 წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება