„არა ძალადობას - 9 აპრილი დიდი ტკივილია“ - შაუმიანის N1 საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი განხორციელდა
09-04-2021
დაკოპირებულია
-
+
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N1 საჯარო სკოლაში 9 არპილთან დაკავშირებით პროექტი ჩატარდა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ისტორიის მაძიებელმა მასწავლებელმა ნარა აკოპიანმა სოციალური პროექტი განახორციელა თემაზე: „არა ძალადობას - 9 აპრილი დიდი ტკივილია“.
1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.