მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის მუნიციპალიტეტის, თეკლათის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების პროექტებში და ამის დასტური გახლავთ მათი მონაწილეობა ყველაზე მზრუნველ პროექტში.
izrune.ge-ზე „წიგნიერების ხუთშაბათის“ ტესტის დღეს, თეკლათის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელმა, ნატალი ოთხოზორიამ კიდევ ერთხელ, ასახელა სკოლა, გაახარა ოჯახი და izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტი შესანიშნავი შედეგით გაიარა.
„მე ნატალი ოთხოზორია ვარ, სენაკის მუნიციპალიტეტის, თეკლათის საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე. ჩემი ჰობია-ცეკვა. განურჩევლად ყველა საგანი მიყვარს და ზოგადი ცოდნის გაღრმავება, რაშიც წლებია მეხმარება izrune.ge.
ჩემთვის მნიშვნელოვანია მშვიდი გარემო და მოტივაციისთვის - სტიმული, izrune.ge კი ამის საუკეთესო მაგალითია. ყოველი ხუთშაბათი და თვის ბოლო კვირა, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ერთგვარი თავგადასავალია, ცოდნის საოცარ სამყაროში.
ვიწვევ ყველა მოსწავლეს, ვინც ჯერ არაა ჩვენს დიდ ოჯახში გაერთიანებული.
გავიღრმაოთ ცოდნა izrune.ge- სთან ერთად! მადლობა ჩემს მშობლებს, პედაგოგებს და izrune.ge-ს“, - ასე გაგვაცნო თავი ნატალი ოთხოზორიამ, რომლის შედეგებსაც ყველაზე მზრუნველი პროექტი ასე გამოეხმაურა:
„ბეჯითმა და ნიჭიერმა ნატალიმ სკოლა და საყვარელი ადამიანები შესანიშნავი შედეგით ასახელა!
ყოჩაღ, ნატალი, ბრწყინვალე შედეგია! ყოჩაღ, შენს მზრუნველ ოჯახსა და საყვარელ მასწავლებლებს, რომ შენი განათლების მოტივაციაზე ასე გულმოდგინედ ზრუნავენ! წარმატებები ცეკვაში! ვამაყობთ, რომ სწავლა ასე ძალიან გიყვარს და თანატოლებსაც მოუწოდებ, ცოდნა გაიღრმავონ! შენი ასეთი მოტივაცია ნამდვილად კარგი მაგალითია“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება