თბილისის N143 სკოლაში, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მიზნით, მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
09-04-2021
დაკოპირებულია
-
+
თბილისის N143 საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია აუტიზმთან დაკავშირებით და განემარტათ, რას ნიშნავს აუტისტური სპექტრი
„აუტიზმი და აუტისტური სპექტრის აშლილობები ნეირობიოლოგიური დარღვევების ჯგუფს მიეკუთვნება. აუტიზმის მქონე პირებს აქვთ მყარი დეფიციტი სოციალური კომუნიკაციის (როგორც ვერბალური, ასევე არავერბალური), სოციალური ურთიერთობების (ანომალური სოციალური ურთიერთობები) და აქვთ უცნაური ქცევა (განმეორებადი და შეზღუდული).
უკანასკნელ პერიოდში ამ მდგომარეობათა სიხშირემ განსაკუთრებით იმატა. ვაჟები ავადდებიან უფრო ხშირად, ვიდრე გოგონები და ეს თანაფარდობა არის 4:1. არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები საქართველოში აუტიზმის და აუტისტური სპექტრის აშლილობების გავრცელების სიხშირის შესახებ. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დღეისათვის არსებული მონაცემებით 68-დან 1 ბავშვს აქვს აუტისტური სპექტრის აშლილობა, ხოლო ვაჟებში - 42-დან 1-ს. თუ შევადარებთ ამ ცენტრის 2012 წლის მონაცემებს, სიხშირის მატება თვალსაჩინოა. ძველი მონაცემებით 88 ბავშვიდან 1-ს ჰქონდა აუტისტური სპექტრის აშლილობა, ხოლო ვაჟებში - 54-დან 1-ს. კვლევების მიხედვით, სამწუხაროდ, ასეთი მატება მხოლოდ ნაწილობრივ აიხსნება დიაგნოსტიკისა და საზოგადოების ინფორმირების გაუმჯობესებით.
გაზრდილი მატების დადგენილი მიზეზი არ არსებობს. გამოყოფენ ორ მთავარ მიზეზს - დიაგნოსტიკის გაუმჯობესება და გარემოს დაბინძურება. ვარაუდობენ, რომ სიხშირე ყოველ წელს 10-17%-ით გაიზრდება. ასეთი მზარდი სიხშირისა და თანმხლები პრობლემების სიმწვავის გამო აუტიზმი და აუტისტური სპექტრის აშლილობები მიჩნეულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერიოზულ გამომწვევად“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.