მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნაბი აგაჯანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის, ცოფის საჯარო სკოლის დირექტორი:
- ელექტრონული ჟურნალი უკვე დავნერგეთ, თუმცა მატერიალურსაც ვიყენებთ. ახალი სასწავლო წლიდან კი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ელექტრონულ რესურსებს გამოვიყენებთ, რადგან ასე მუშაობა ძალიან კომფორტულია. ზოგადად ჩემი სკოლა მიესალმება ყველა სიახლესა და ინიციატივას.
გაიანე მიქაელიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, თახჩის საჯარო სკოლის დირექტორი:
- ძალიან კარგი იდეაა ელექტრონული ჟურნალის წარმოება - აქ ყველაფერი ნათლად ჩანს, მშობლებს შეუძლიათ, თვალი ადევნონ შვილების აკადემიურ მოსწრებას, მათ განმავითარებელ შეფასებას და რაც მთავარია, ინფორმაცია არის ზედმიწევნით ზუსტი - ვერ შეძლებ არაზუსტი მონაცემების ჩაწერას, რაც ძალიან კარგია; ამიტომ მივესალმები ახალ ინიციატივას.
მახმუდ ნასიბოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის, მოლაოღლის საჯარო სკოლის დირექტორი:
- დისტანციური სწავლების დროს ვმუშაობდით ელექტრონულ ჟურნალში, ახლა კი სრულად არ გვაქვს დანერგილი, თუმცა მომდევნო სასწავლო წლიდან, რა ვალდებულებაც გვექნება, რა თქმა უნდა შევასრულებთ. ისე, ელექტრონული ჟურნალის წარმოება ძალიან კომფორტულია.
მამედ იუზბაშევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის, ალგეთის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:
- ჯერჯერობით, ჩვენს სკოლაში მატერიალური და ელექტრონული ჟურნალი ერთად გვაქვს და მოხარული ვარ, რომ პედაგოგებს ელექტრონული რესურსების ათვისებისას არანაირი პრობლემა არ შექმნიათ, ერთმანეთს გამოცდილებასაც ვუზიარებთ და მომავალი სასწავლო წლიდან, ჩვენც ისევე გადავალთ ელექტრონული ჟურნალის წარმოებაზე, როგორც ყველა სკოლა. მისი სკოლებში დანერგვა ძალიან კარგი იდეაა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.