სიახლეები
სიახლეები

სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგები დაჯილდოვდნენ 
10-04-2021
-
+


სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის“ ფარგლებში სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგები გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ.  ღონისძიება წელს მეთერთმეტედ გაიმართა და მასში მონაწილეობას საქართველოს 70 რეგიონიდან 100 მასწავლებელი იღებდა. ღონისძიების ფარგლებში 50-მდე პედაგოგი სხვადსხვა ნომინაციებში დაჯილდოვდა. მათ შორის: წლის საუკეთესო პედაგოგის, წლის წარმატებული პედაგოგის და სასკოლო სამოქალაქო კლუბების საუკეთესო მეურვე.

როგორც სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავალის თაობა“ პროექტის ხელმძღვანელმა მარინა უშვერიძემ განაცხადა, დღეს  სხვადასხვა ნომინაციაში რამდენიმე ათეული პედაგოგი დაჯილდოვდა.

„2020 წელს პანდემიის გამო ვერ ჩავატარეთ ღონისძიება, ამიტომ დღეს 2019 და 2020 წლის ნომინანტები ერთად დავაჯილდოვეთ. აღსანიშნავია, რომ მეთერთმეტე მეათე წელია სამოქალაქო განათლების მხარდაჭერის პროგრამა მიმდინარეობს. თავიდან ძალიან რთული იყო მუშაობა, რადგან საგნის მნიშვნელობის შესახებ დაბალი იყო საზოგადოების ცნობიერება და საგანი თეორიულად ისწავლებოდა, თუმცა დავიწყეთ პრაქტიკული საქმიანობების დანერგვა და მარტივი პროექტებიდან საკმაოდ სერიოზულ და მნიშვნელოვან პროექტებამდე მივედით. დღეს მოსწავლეები თავისუფლად მუშაობენ ადამიანის უფლებების, მოსწავლეთა შორის ძალადობის თემაზე, ნაადრევი ქორწინებისა და სამართლიანი არჩევნების თემაზე. 

ვფიქრობ, ეს პროგრამა წარმატებულია, უკვე ბევრი მასწავლებლები გვყავს, რომელმაც ნამდვილად გაითქვეს სახელი და მოიპოვეს აღიარება კოლეგებს შორის. პროექტში ჩართულობით პედაგოგებს დამატებითი ანაზღაურება არ აქვთ, თუმცა ეს აქტივობები ნამდვილად მოითხოვს მათგან დამატებით შრომას და გარჯას, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ მოხდეს მათი აღიარება და დაფასება. დღესაც ასეთი დღე გვაქვს - გამოცხადდნენ წლის საუკეთესო პედაგოგები და ბევრი დადებითი ემოცია მივიღეთ“, - განაცხადა მარინა უშვერიძემ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება