მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„მარადიული ხსოვნა 9 აპრილს დაღუპულ გმირებს!“ - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში 9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს. ისტორიის წრის ხელმძღვანელმა მოსწავლეებს კიდევ ერთხელ შეახსენა ამ დღის მნიშვნელობა.
„დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება“... ახალსოფლის საჯარო სკოლის ისტორიის წრის „ისტორიანის“ ინიციატივით (ხელმძღვანელი მალხაზ ნაგერვაძე) და დირექციის მხარდაჭერით ჩატარდა შეხვედრა, რომელიც 9 აპრილს ისტორიულ მნიშვნელობას ეხებოდა.
მოსწავლეებმა ყვავილებით შეამკეს ახალსოფლის საჯარო სკოლაში არსებული 9 აპრილის მემორიალი და პატივი მიაგეს დაღუპულ გმირებს. გაიხსენეს 9 აპრილის ისტორიული ღირებულება დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“