მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ ინიციატივით 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენელი გვიამბობს:
„დღე უდიდესი ტკივილისა და ამავდროულად, უდიდესი სიხარულისა!..9 აპრილი ცრემლნარევი სიხარულის დღე ჩვენი ერის ისტორიაში...არავინ და არაფერია დავიწყებული...
სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ ინიციატივით ჩხორიის სასოფლო ბიბლიოთეკაში სკოლის ( ხელმძღვანელები: მაია არახამია და თეა ფიფია), სასოფლო ბიბლიოთეკის (ხელმძღვანელები: ინგა ფიფია და ფასო სოსელია) და არაპროფესიული თეატრის (ხელმძღვანელი: მურმან შეროზია) ერთობლივი ძალისხმევით (9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
„ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“, „მადლობა თავისუფლებისთვის“.
ზუსტად 32 წლის წინ მაშინ, ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს დაღუპულებს შორის, რომელთა რიცხვმა 21 შეადგინა, უმეტესობა ქალები იყვნენ, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც, ამას გარდა იყვნენ დაჭრილები, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-ამდე პირი.
1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.
სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH Iნტერნატიონალ-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტს სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში ახორციელებს ასოციაცია „ათინათი“.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“