მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში 9 აპრილს ისტორიის გაკვეთილები მიუძღვნეს. მოსწავლეებმა ნახეს ფოტო და ვიდეო მასალები და გაიაზრეს, თუ რა მდგომარეობა იყო მაშინ საქართველოში და რის ფასად მიაღწიეს ქართველებმა დამოუკიდებლობის აღდგენას.
„9 აპრილის ტრაგედია უდიდესი სისხლიანი მოვლენაა საქართველოს ისტორიაში, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში.
9 აპრილი ორ მნიშვნელოვან მოვლენას აერთიანებს - ტრაგედიასა და დამოუკიდებლობის აღდგენას.
9 აპრილს ღამის 11 საათზე თბილისში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ქალაქის კომენდანტად დაინიშნა საბჭოთა არმიის გენერალი იგორ როდიონოვი. გამთენიისას რუსულმა არმიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დაშლა დაიწყო. აქციის დარბევისას საბჭოთა ჯარმა გამოიყენა მომწამლავი ქიმიური საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი, სასანგრე ბარები, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები. ამ დღეს ასობით ადამიანი დასახიჩრდა, მოიწამლა.
სწორედ 9 აპრილს მიეძღვნა ისტორიის გაკვეთილები სავანეთის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებმა ნახეს ფოტო და ვიდეო მასალები, სიღრმისეულად გაიაზრეს თუ რა მდგომარეობა იყო საქართველოში და რის ფასად მიაღწიეს დამოუკიდებლობის აღდგენას.
მოსწავლეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს ისტორიის პედაგოგმა ლამზირა ოსეფაშვილმა საშუალება მისცა გამოეხატათ საკუთარი დამოკიდებულება, შემდგომ კი გაკვეთილი ლექსით დაასრულეს.
კვლავ გავა წლები და აპრილი ჩვეულად
შემოვა ასობით ფერით
ეს დიდი ტკივილი არასდროს გაქრება
სანამ არსებებს ერი“.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა