მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეული - „სისხლითა და ცრემლით მოპოვებული თავისუფლება“ ჩატარდა.
კვირეულის ფარგლებში არაერთი ღონისძიებები გაიმართა.
„კვირეულის მიზანია 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირთა პატივისცემა და ამავე დღეს მათი სულების უკვდავსაყოფად გამოცხადებული ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტის ცოდნა მომავალი თაობისათვის.
ქართული ენისა და ლიტერატურის, საზოგადოებრივი მეცნიერებათა და ესთეტიკის კათედრები აქტიურად მონაწილეობდნენ კვირეულში. ჩატარდა სხვადასხვა სახის ღონისძიება. (პანდემიის წესების გათვალისწინებით) ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ ულამაზესი ღონისძიება მიუძღვნა 1989 წ. 9 აპრილს დაღუპულ გმირებს.
საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრამ გამოსცა კედლის გაზეთი, ჩატარდა მოსწავლეთა კონფერენცია X - XI კლასის მოსწავლეების მონაწილეობით. მოამზადეს მასალები 1989 წლის 9 აპრილისა და 1991 წლის 9 აპრილის თარიღების ურთიერთკავშირზე.
ესთეტიკის კათედრამ მოამზადა ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები. სხვადასხვა კლასებში მოსწავლეებმა მიუძღვნეს კლასის საათები აღნიშნულ თარიღებს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ტესტის ნიმუში და სხვა დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“