ვახტანგისის N1 საჯარო სკოლაში ჩატარებული ზეიმის დასრულების შემდეგ ოვაციები არ წყდებოდა
28-11-2017
დაკოპირებულია
-
+
ვახტანგისის N1 საჯარო სკოლაში შემოდგომის ზეიმი ჩატარდა. შემოდგომისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მე-6, მე-9, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება მასწავლებლების ხატია მჟავანაძის, ნათია კიბაბიძისა და ნატალია ირემაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ღონისძიება ძალიან ორგანიზებულად ჩატარდა:
„ღონისძიება ძალიან ორგანიზებულად ჩატარდა. ზეიმის დასრულების შემდეგ მაყურებლის ოვაციები არ წყდებოდა. ღონისძიებას მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.“