მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რა არის სკოლა, რას ანიჭებს ცოდნა და რას სჭირდება მომავალ თაობას; რაში ეხმარება დირექტორობა და რას ახსენებს საკუთარ თავს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურნაშეთის საჯარო სკოლის დირექტორის - არევიკ ქოჩოიანის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:
- სკოლა არის. . .
- ადგილი, სადაც მომავალი თაობა ცოდნასთან ერთად იძენს ცხოვრებისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს.
- ცოდნა გვანიჭებს. . .
- ადგილს საზოგადოებაში.
- მომავალ თაობას სჭირდება. . .
- იცხოვროს ისეთ გარემოში, სადაც მარტივად შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას.
- როდესაც მოსწავლე ვიყავი. . .
- ვოცნებობდი მიმეღწია დასახული მიზნებისათვის.
- დირექტორობა მეხმარება. . .
- სკოლაში შევქმნა მაქსიმალურად ინკლუზიური გარემო, ვცდილობ გავითვალისწინო თითოეული მოსწავლისა და მასწავლებლის ინტერესი.
- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ. . .
- ვიყო სამართლიანი და სამაგალითო.
- წარმატებისთვის აუცილებელია. . .
- შრომისმოყვარეობა, ცოდნა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.