მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის მუნიციპალიტეტის, გუმბათის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი სრული დატვირთვითა და არსებული რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ გუმბათის საჯარო სკოლა წარმატებითაა ჩართული ახალი სკოლის მოდელში და სწორედ თანამედროვე გამოწვევების ფარგლებში, პირველი კლასის მოსწავლეებმა, უსაყვარლეს მასწავლებელთან - ნარგიზ საგინაძესთან ერთად, გეომეტრიული ფიგურებისგან რობოტი კაცუნები შექმნეს.
დავალების პირობა ასეთი იყო: დიდი ხნის წინათ მოხუცმა დურგალმა ჯუზეპემ შეშის მორი იპოვა და მისგან ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები დაამზადა. შემდეგ ყველა ფიგურა თავის მეგობარს - კარლოს აჩუქა. კარლომ ფიგურებით რობოტი ბიჭუნას აწყობა დაიწყო, ეს საქმე მარტივი როდია? დაეხმარე კარლოს და ააწყობინე რობოტი ბიჭუნა.
ბავშვებმა დავალებას წარმატებით გაართვეს თავი და უფრო მეტი ენთუზიაზმით შეაბიჯეს გეომეტრიული ფიგურების ჯადოსნურ სამყაროში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ტესტის ნიმუში და სხვა დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“