„ხის დარგვა სასიცოცხლო ინვესტიციაა“ - ხეოთის საჯარო სკოლის დირექტორის ინიციატივით, სიმბოლურად 9 აპრილს, საინფორმაციო დაფა განთავსდა
12-04-2021
დაკოპირებულია
-
+
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის საჯარო სკოლაში დირექტორის ინიციატივით 9 აპრილს საინფორმაციო დაფა განთავსდა.
„9 აპრილი არის ის თარიღი, რომელიც გვაერთიანებდა ჩვენი მთავარი ღირებულებების - თავისუფლების, დამოუკიდებლობის, მადლიერების გარშემო და იმედია კვლავ გაგვაერთიანებს, რადგან წინ გასავლელი გვაქვს გზა, რომელიც ერთად, უწყვეტ რიგად უნდა გავიაროთ...
სიმბოლურად, 9 აპრილს, კიდევ ერთხელ, დღევანდელი დღის უკვდავსაყოფად, ხეოთის საჯარო სკოლის დირექტორის, ქალბატონ ლელა გვრიტიშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით, პედკოლექტივმა ჩვენივე სახსრებით, დავამონტაჟეთ საინფორმაციო დაფა
„ხის დარგვა სასიცოცხლო ინვესტიციაა, ამის გათავისება ბავშვობიდან მნიშვნელოვანია.
დარგე ხე, რომელიც მომავალში შენი ჯანმრთელობის გარანტიაა. 1988 წლის გაზაფხულზე, სწორედ ამ მიზნით, ახალციხის რაიონის სოფელ ხეოთის არასრული საშუალო სკოლის VIII-IX კლ. მოსწავლეებმა დარგეს ათეულობით კაკლის ნერგი, რომელიც ასევე ქარსაცავი ზოლიც არის... გავიდა წლები ჩვენც გავიზარდეთ და ისინიც - მიხარია და მიყვარს თითოეული მათგანი, ეს ხეები ჩვენი ბავშვობაა. შენც დარგე და იზრუნე მასზე, შენი მომავლისთვის! ხეოთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები“.- აღნიშნულია დაფაზე.