„ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ - ზედა ვანის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს
12-04-2021
დაკოპირებულია
-
+
„ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ - ზედა ვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტრადიციულად გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ტრაგედია და პატივი მიაგეს თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებს.
9 აპრილის ტრაგედიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა:
1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.