მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
უშანგი სოფრომაძის სახელობის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ძევრის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილს, სამშობლოს სიყვარულს შეწირული გმირები გაიხსენეს. 9 აპრილის მემორიალთან მისულმა სასკოლო საზოგადოებამ ღირსეული პატივი მიაგო სამშობლოსთვის თავგანწირულ გმირებს! იყო ბევრი ცრემლი, მადლობა თავისუფლებისთვის და ტკივილი, რომელიც 32 წლის შემდეგაც არ განელებულა.
1989 წლის 9 აპრილს, ქართველი ერის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა – მაშინდელი საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა… დილის 4 საათზე საბჭოთა არმიის ნაწილებმა მთავრობის სახლის წინ შეკრებილი მომიტინგეები არნახული სისასტიკით დაარბიეს, რის შედეგადაც დაიღუპა 21 მშვიდობიანი მოქალაქე, უმეტესობა ქალები, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. დაღუპულთა გარდა იყვნენ დაჭრილები, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე და ადგილობრივი მაცხოვრებელი.
ეს დღე საქართველოს ისტორიაში სამუდამოდ წითელი ასოებით ჩაიწერა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ტესტის ნიმუში და სხვა დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“